დრო გადის, ტექნიკა ვითარდება და ჰოლივუდი სხვადასხვა სასწაულებს გვჩუქნის. დღევანდელ ფილმებს თუ გადავხედავთ, მარტივად შევამჩნევთ რომ მათში ჭარბობენ არარეალური არსებები, ფაქტები. მონსტრები, კაციჭამიები, ზომბები თუ ვამპირები. მოდით ამ უკანასკნელზე ცოტა ხნით შევჩერდეთ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი ფილმი თუ ტელესერიალი გადაიღეს ვამპირებზე, დაიწერა წიგნებიც, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილია „ბინდისი საგა“ და „ვამპირის დღიურები“. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ მოზარდებზე. პირადად ვყოფილვარ იმის მომსწრეც, რომ თინეიჯერები ერთმანეთის მიმართ თბილ დამოკიდებულებას კბენით გამოხატავენ, ვამპირების პატივსაცემად. ამ სენით განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები არიან „დაავადებულნი“. ისინი ოცნებობენ კიდევაც იმაზე, რომ ვამპირები იყვნენ. მართალია მეც მოხიბლული ვარ „ბინდის საგით“ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მისი ფანი ვარ, მაგრამ არასდროს მიოცნებია იმაზე, რომ ვამპირი ვყოფილიყავი. მე ვაღიარებ, რომ შეპყრობილი ვარ მისით, მაგრამ არა ისე, რომ ზოგიერთის მსგავსად სისულელე ჩავიდინო. მინდა პირადი მაგალითით მიგახვედროთ იმას, რომ ფილმებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი მოზარდებზე. Continue reading
წარმატებული კვირა♥
მოგესალმებით ჩემო თბილებო და ტკბილებო ♥ როგორ მომენატრეთ ♥ გადატვირთულ გრაფიკს რა ვუთხარი თორემ : )) მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ეს კვირა ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთი-ორი ჩავარდნა კი იყო, მაგრამ ეგ არაფერი, ვინ არ დაუბარებიათ კლასელის ცანცარისა და გაკვეთილზე მობილურით თამაშის გამო დირექტორთან. მთელ კლასს ჩამოგვართვეს მობილურები და წლის ბოლომდე დაილუქებაო ამბობდნენ, მარა მეთქი ფეხს არ გავადგავ სკოლიდან ისეთქო და ავიყოლიე ბავშვები და ჩავაჭერით დირექტორთან. საყვარელი უარით გამოგვაბუნძულეს, მაგრამ მერე თამომ ტირილი დაიწყო, დირექტორს შევეცოდეთ, თქვე გაჭირვებულებო თქვენ რა შუაში ხართო და დაგვიბრუნა ♥ იმ დღეს დედუციც იყო სკოლაში და ჩემდა გასაკვირად თამრიკომ, მათემატიკის მასწმა, რომელმაც არ იცის სიტყვა “კარგია”, რაც არ უნდა აღაფრთოვანო, დედაჩემს უთხრა კარგი გოგოაო! მართალია ათს მიწერს, მარა შექება არ იცის საერთოდ და პირღია ვუყურებდი. მოკლედ, სკოლის ამბებმა კარგად ჩაიარა! Continue reading
და-ვი-ღა-ლე!
დავიღალე, თავს ცუდად ვგრძნობ, აღარ შემიძლია. ინტერნეტი მომენატრა, კომპიუტერი მომენატრა, წერა მომენატრა, ცუდად ვარ! ორი კვირაა დღე-ღამეში ოთხს საათზე მეტი ვეღარ მძინავს. ყოველთვის ღამურა ვიყავი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. დილის ძილი მომენატრა, მომენატრა რომ მეკითხებიან: ” ვაიმე ამ დრომდე როგორ გეძინა გოგო?” ვერ ვიტანდი ამ კითხვას, მაგრამ ახლა მომენატრა. ორ კვირაზე მეტია ხელში შემიკლეს! შეიძლება ყველა საგანში ადამიანმა საკონფერენციო თემა დაამუშაოს? შეიძლება! არა! იმიტომ რომ საკონფერენციო თემებისთვის ორი კვირაა არაა საკმარისი, მითუმეტეს შვიდი თემისთვის. ორი უკვე დავიცავი, სამშაბათს სამი თემის დაცვა მაქვს ერთდროულად, იქით სამშაბათს, მერე პირველ მარტსაც და მოვრჩები. სულ ცოტა ხნით მაინც დავისვენებ და მერე საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება უკვე, საატესტატო გამოცდები და ა.შ. ბლოგი მომენატრა, რომ შემოვდივარ და სტატისტიკა ნულზე არ მხვდება, ეს ძალიან მახარებს. წერა მინდა, მარტო აქ კი არა, ჩემ ნაწერებსაც ვეღარ ვაგრძელებ. Continue reading
Filed under პირადი
Happy 15th Birthday ♥
და აი, როგორც იქნა მე 15წლის გავხდი! მას შემდეგ უკვე ხუთი დღე გავიდა, მე კი პოსტის დაწერას ვერ მოვაბი თავი. წელს ოქროს დაბადების დღე მქონდა, 15იანვარს გავხდი 15ის. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ თარიღისთვის, ძალიააან დიდი ხანი! შარშან დაბადების დღე ვერ გადავიხადე, რადგან მამიდა დამეღუპა, წელს კი მინდოდა რომ ეს დღე ისე ამეღნიშნა, როგორც მინდოდა. შარშან საკუთარ დაბადების დღეს რომ წარმოვიდგენდი, თვალწინ წარმომიდგებოდა უამრავი ფერად-ფერადი ბუშტი, მოსაწვევები, მუსიკა, მოკლედ რაღაც ძალიან გრანდიოზული. ზაფხულში ამაზე რომ ვფიქრობდი, საერთოდ არ მინდოდა გადახდა, აი შემდეგ კი. ნუ რეებს ვდებილობ ეხლა ! მოდით პირდაპირ კალენდარს ხუთი დღით უკან გადავფურცლავ. Continue reading
happy 2012 year!
ცოტა კი არა კარგად დამიგვიანდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ახლა არ დავიწყებ მიზეზების განხილვას და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ 2012წელს და გისურვებთ ულევ სიხარულსა და ბედნიერებას. ეს წელი ყოფილიყოს ყოველივე კარგის მომტანი და თქვენი სურვილების ამსრულებელი.
ახლა კი მოდით პირდაპირ იმაზე გადავალ, თუ რისი გაკეთებაც მინდა 2012-ში. Continue reading
Filed under ბედნიერი
ნანატრი პასუხი ♥
ბავშვებო, ეხლა სულ უაზრდ ვწერ მაგრამ ჩემი სიხარული რომ არ გაგიზიაროთ არ შემიძლია! ჟურნალ “გზის” მეილზე გაგზავნილი მქონდა ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის რამდენიმე თავი და დღეს მომივიდა პასუხი :
gamarjoba, naTia!
gavecani Tqvens naSroms da SemiZlia giTxraT, rom wera SegiZliaT. bunebrivia, mTel nawarmoebze am sami TaviT warmodgenis Semqna SeuZLebelia, amitom gamoqveynebis Taobaze pasuxs ver gagcemT. Tu survili geqnebaT, mobrZandiT CvenTan da gavisaubroT, gagviziareT Tqveni gegmebi; mere ufro gamoCndeba, ra gzas davadgeT. paraskevs an SabatS Seizleba SevxvdeT. oRond winaswar damirekeT: 2388444 an 2387444 + 124 (damatebiTi, roca avtomopasuxe CaerTveba).
pativiscemiT,
zura abashidze
აი ეეს ♥
მთელი სამი კვირა ველოდე პასუხს, გუშინ დავრეკე რედაქციაში და მითხრეს შეგეხმიანებითო და აი დღეეს, არც ვაპირებდი მაილის შემოწმებას, იმედიც აღარ მქონდა და რო შევედი და +1 დავინახე და მერე “წერილი რედაქციიდან” რო ეწერა როგორ წავიკითხე აღარ მახსოვს. ახლა ისე ვყვები თითქოს აი ეგაა და მსოფლიო ბესტსელერი გახდა უკვე ჩემი ნაწერი, მარა ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა რი ცუდად გავხდი ♥
დავურეკე რომ დროზე შევთანხმებულიყავით და ხვალ დამიბარეს ხუთისთვის. მამიკო შემპირდა წაგიყვანო, თუ განთავისუფლდება ანიც წამომყვება. ერთი სული მაქვს როდის გათენდება ხვალინდელი დღე. წარმატებები მისურვეეთ რაა ♥♥♥♥ ხვალ გაგაგებინებთ პასუხს აუცილებლად♥
Filed under ბედნიერი, პირადი, ჩემი ნაწერები
დიეტა ♥
სულ ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ, ყოველთვის მინდა რაღაც ახალი გავაკეთო, შევქმნა ან ახალი გავიგო, მოვიძიო მეტი ინფორმაცია, ყველასა და ყველაფერზე, საერთოდ იმ სამყაროზე რომელშიც ვცხოვრობთ. გადატვირთული რეჟიმის გამო ამას რამდენად ვახერხებ ჩემი ბლოგის სტატისტიკასაც ეტყობა და იმასაც თუ რა “ხშირად” ვდებ პოსტებს. ჩემი მითხობის დაწერასაც ვახერხებ ხშირად. ჩემი ყოვეკლდღიური გრაფიკი ასეთი სახისაა:
1.ვაი-ვაგლახით გაღვიძება და ტელეზე საათის შემოწმება.
2.აღმოჩენა, რომ კიდევ ათი წუთი დამრჩა და ძილის გაგრძელება.
3.დედაჩემისი თავიდან მშვიდი და შემდეგ უკვე რამოდენიმე ტონით ამაღლებული ხმა: ნათი გაგვიანდება დეე.
4. აღმოჩენა რომ სულ რაღაც ოც წუთში სკოლაში უნდა ვიყო და შესაბამისად საწოლიდან ვამპირის სისწრაფით გადმოფრენა და გამზადება.
5.სამშაბათის გარდა ყოველ დღე პირველ გაკვეთილზე ნახევრად მძინე სახით ყოფნა(სამშაბათს პირველი მათემატიკა მაქვს) და გაკვეთილის წარმართვის მიხედვით გამოფხიზლება. Continue reading
Filed under პირადი


