♥ ჩემ შესახებ ♥

მოგესალმებთ ყველას ჩემს გვერდზე! დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვარ ნათია ჯაგოდნიშვილი, 14წლის. დავიბადე 1997წლის 15იანვარს. წარმოშობით ვარ კახელი, მაგრამ კახეთში სოფელი არ მაქვს და ზაფხულის ცხელ დღეებს ბებიის(დედის მხრიდან) სოფელში_ფასანაურში ვატარებ. ის უკვე ისე ძალიან მიყვარს, რომ ჩემს სოფლად მივიჩნევ. ვარ დედისერთა, რაც ადრე ძალიან მახარებდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ მომწონს და და ან ძმა მინდა, სულ ერთია რომელი ჩემს ოჯახში შედის დედა, მამა, ჩემი ლეკვი და მე. თუთიყუშები პატარაობიდან მყავდა, მაგრამ ზოგი კვდებოდა, ზოგი კი მიფრინდებოდა. აი ძაღლს კი რაც შეეხება ბავშვობიდან მეშინოდა ძაღლების, მაგრამ მაინც მინდოდა ყოლა. შარშან ზაფხულს 1კვირით მყავდა გერმანული ნაგაზის ლეკვი, რომელიც დედიკომ გამაშვებინა, რაც ძალიან განვიცადე და მთელი დღე ვტიროდი. წელს კი ჩემი ოცნება ახდა და მაჩუქეს სულ პაწაწინა პუდელი, რომელსაც ბენი ჰქვია და ახლაც ჩემს გვერდით სძინავს
ახლა კი გადავიდეთ ჩემზე. როგორც ყველა ადამიანს, მეც მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ შევეცდები, ხოლო როგორ გამომივა კი თქვენ შემიფასეთ.
ვცხოვრობ თბილისის ერთერთ ყველაზე წყნარ უბანში და ძსლიან მომწონს ჩემი საცხოვრებელი. საერთოდ მიყვარს წყნარი და მყუდრო უბნები, ვერ ვიტან მტვერს და მანქანების ხმას. ვცხოვრობ მეცხრე სართულზე, მაგრამ რადგან სიმაღლე მიყვარს ეს არ მაკმაყოფილებს და ვოცნებობ ოთახი მქონდეს სახლის სხვენში, სადაც სამკუთხედი ჭერი მექნება და ოთახს ჩემი დიზაინით გავაფორმებ. ჩემს ახლანდელ ოთახშიც შეტანილი მაქვს ჩემი შტრიხები, მაგრამ სულ სხვაა როცა შენი დიზაინით შექმნილ ოთახში გძინავს. ძალიან მიყვარს ხატვა, მუსიკა და ზოგადად ხელოვნება. ვერ წარმომიდგენია დღე, როდესაც რაიმე პატარას მაინცდ არ დავხატავ, ან მუსიკას არ მოვუსმენ. მუსიკაში უპირატესობას როკს ვანიჭებ, რაც ჩემი უსაყვარესი მეგობრის დამსახურებაა, თუმცა ჯერ მთლად ”ნაღდი” როკერიც არ ვარ, უფრო მსუბუქს ვუსმენ, მაგრამ არც მეტალისა და მძიმე როკის მოსმენაზე ვამბობ უარს. ხატვაში კი როგორც ბოლო დროს შევამჩნიე უპირატესობას გრაფიკას ვანიჭებ. რამოდენიმე წლის წინ მასწავლებელთანაც ვემზადებოდი, მაგრამ რადგანაც მუსიკაზეც დავდიოდი დროის უქონლობის გამო თავი დავანებე და ჩემით გავაგრძელე ხატვა. მუსიკალური სკოლა წელს დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით. არასდროს არ მქონია პრობლემა მუსიკასთან დაკავშირებით, თქვენ წარმოიდგინეთ და სოლფეჯიოს გაკვეთილზეც კი სიხარულით მივდიოდი შარშან მქონდა კონცერტი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მუზეუმში, სადაც ვიოლინოს თანხლებით შევასრულე მელოდია ფილმიდან ”შინდლერის სია”. მუსიკალურ სფეროში ამ კონცერტს ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი, მიუხედავად იმისა რომ დიდი ნერვიულობის ფასად დამიჯდა. ეხლაც მახსოვს როგორ ვკანკალებდი კულისებში და როგორი გაყინული ხელებით ავიღე პირველი ნოტი. ასევე ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა. სულ პირველად წავიკითხე ასტრიდ ლინდგრენის ”ბიჭუნა და კარლსონი” რომელიც დღემდე მიყვარს და არც ახლა ვიტყოდი უარს მის წაკითხვაზე. ასევე ძალიან მიყვარს ასტრიდ ლინდგრენის სხვა ნაწარმოებებიც, მაგრამ პატარა ასაკში ჩემზე ყველა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებმა ”მე ვხედავ მზეს”. ძალიან მიყვარს ასევე გამონათქვამების კითხვა, მნიშვნელობა არა აქვს ვისი ან რაზე იქნება, მთავარია მომეწონოს. სადაც კითხვა იქ წერაც და მეც ვწერ რაღაცეებს. ჩემს ფანფიკს საიტზეც კითხულობთ და დასკვნა იქიდან გამოიტანეთ როგორ გამომდის, მაგრამ მაგის გარდა პატარ-პატარ ნოველებიც ხშირად დამიწერია. პატარაობაში ლექსებსაც ვწერდი, მაგრამ ბოლო დროს აღარ. ძალიან ხშირად მეცვლება ხასიათი, რაც გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ კარგად ჩანს ჩემს ნაწერებში. ჩემს ასეთ ცვლილებეს მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობრები ამჩნევენ. ბევრი მეგბარი არ მყავს, სულ რამოდენიმე, მაგრამ ისეთი, რომლებსაც ყველაფერში ვენდობი. მე და ჩემი ერთი მეგობარი ხასიათებითაც და გარეგნულადაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს და თითქმის სულ ერთად ვართ. შეგვიძლია რაიმე უაზრობაზე იმდენ ხანს ვიცინოთ, სანამ სიცილით არ დავიღლებით ახლა კი მივუახლოვდეთ მთავარს. დადაამ, ამ ზაფხულ მე შემეყარა ერთი საკმაოდ გავრცელებული დაავადება_ ”ბინდომანია”, რომელიც ისე მომეწონა, რომ განკურნება არც მიცდია, ის კი არა ჩემს ოჯახის წევრებსაც გადავდე. ჩემი ძაღლი ჯეიკობის დანახვაზე ყეფს ”ბინდი” გამოსვლისთანავე ვნახე, მაგრამ მივიჩნიე როგორც ”ერთი ჩვეულებრივი ფილმი”, მაგრამ ამ ზაფხულს, როდესაც ”ბინდს” ასე მოიხსენიებდნენ საშნლად ვბრაზდებოდი და რამოდენიმე გადმოვიბირე კიდეც:)

Advertisements

13 responses to “♥ ჩემ შესახებ ♥

  1. გოგო, ჩემ შესახებ არის, ს არ უნდა.
    კარგი ხარ. შემოგივლი ხოლმე. :*

  2. ახალი დიზაინი მომწონს. ^^

  3. ფორტებიანო მომეწონა განსაკუთრებით 🙂

    მე ვიოლინოს ვუკრავდი 🙂

  4. მარი !

    პირველად ვარ აქ :)) მომწონხარ.
    მუსიკა მეც მიყვარს ,მაგრამ როკს ვერ ვიტან…
    კარგი ხარ ..
    შემოვალ ხოლმე ;)!

  5. ramxela eboutia raambavia 😀 sainteresoo iyoo 😀 … ketili iyos chemi mausi shens blogze !

  6. ნატ
    გენაცვალე
    მე შენ
    მიყვარხარ

  7. Thoughts of a passenger

    madloba for follow 🙂

  8. მომწონს შენი ბლოგი ძალიან ^_^ საყვარელი ბლოგი გაქვს და შენც საყვარელი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვე<3 ) შემოგივლი ხოლმე^^_^)

  9. dzalian sayvareli xar da aseve sayvareli blogi gaq:)* xshirad shemogivli xolme:)** kargi xar, kargi:_)*<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s