Monthly Archives: მაისი 2011

ჩავაბარეეე!


როგორც იქნა! ჩავაბარე! ყველა გამოცდა მოვრჩი და უმაღლესი ქულები ავიღე, მაგრამ აბა ბედნიერებას დიდხანს როგორ გამიგრძელებდნენ და დღეს მათემატიკის მასწავლებელმა “გვახარა”, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთი გამოცდა გვექნება და ამასთან ერთად, 5ივნისს წარჩინებულ ბავშვებს გვექნება ოლიმპიადა, იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა ვიმსახურებთ ათიანებს. ხანდახან უკვე ისე მეშლება ნერვები, ვნატრობს ნეტავ არ ვსწავლობდეთქო, მაგრამ…

ალბათ შეამჩნევდით,  რომ ამ ბოლო დროს ბლოგზეც და სოციალურ ქსელებში იშვიათად შემოვდიოდი, რის მიზეზიც ეს გამოცდები იყო, მეგონა უკვე ყველა მოვრჩითქო, მაგრამ არა! დღეს ისტორიაში მქონდა გამოცდა და მთელი კვირა საკითხები იმდენჯერ გადავიმეორე, რომ ღამით ბოროდინოს ომი და იაპონიის კაპიტულაცია მესიზმრებოდა. Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under პირადი

life, love, meaning….

ეხლა ბავშვებო რისი თქმა მინდოდა თქვენთვის. ბლოგის სტატისტიკაზე ვნახე რომ უკვე ძალიან ბევრი თუ არა, ბევრი სტუმარი მყოლია  🙂  არ ვიცი ვის რამდენად მოეწონა და ვინ გადაწყვიტა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი ყოფილიყო, მაგრამ ვინც ეს გადაწყვიტეთ, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
მე ჯერ კიდევ დამწყები ვარ ამ სფეროში და ასე რომ მკაცრად ნუ განმსჯით. ძალიან მიყვარს ხელოვნება, ის ჩემთვის ყველაფერია. მაგალითად როდესაც გაკვეთილზე ბავშვები უაზროდ ხმაურობენ და არც მასწავლებელი იწუხებს თავს მათი დაწყნარებით, თავისუფლად შემიძლია ჩემს მუზას გასაქანი მივცე და დავხატო. ან თუნდაც პატარა ჩანახატი გავაკეთო, რომ შემდეგ ბლოგზე გადმოვწერო. ეს ყველაფერი თითქოს მამშვიდებს და დაძაბულობასაც მიხსნის. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რაღაც მშველის: წერა! Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under პირადი, ხელოვნება

ბოლო ზარი

გუშინ  ჩემს სკოლაში ბავშვებმა ბოლო ზარი აღნიშნეს. ისინი სკოლის 39 გამოშვება იყვნენ და ეცადნენ, რომ ორიგინალურად გამოსულუყვნენ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ დიდი არაფერი იყო. გუშინ  წესით ჩემი დაქალისთვისაც იყო ბოლო ზარი, მაგრამ თე წელს სკოლაში აღარ დადიოდა, კოლეჯში სწავლობს უკვე და ასე რომ მხოლოდ მაისურის აჭრელებით დაკმაყოფილდა, პირველი წარწერა კი რა თქმა უნდა ჩემი იყო 😀 ბავშვებს რომ ვუყურებდი, თითქოს რაღაცნაირად გული დამწყდა და მომინდა, რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ სულ რაღაც ოთხ წელში ჩვენც მათ ადგილას ვიქნებით და სკოლის დამთავრებიდან ყველაზე ბევრი რამოდენიმე წელი თუ შევინარჩუნებთ ერთიანობას. ნუ იმ ბავშვებზე არ ვსაუბრობ, ვინც ძმებივით და დებივით მიყვარს, იმიტომ რომ მთელი დღეები განუყრელად ერთად ვართ და სკოლა ჩვენს ურთიერთობაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, მაგრამ დანარჩენებს ალბათ მალევე დავკარგავ, ზოგს ახლაც არ ვეხატები დიდად გულზე და 😀 მაგრამ ნიკუშას სიტყვებს გამოვიყენებ და ვისაც ჩვენთან არ უნდა მიბრძანდეს ბატონო 😀

%(count)s კომენტარი

Filed under პირადი

ოხ ეს გამოცდები

აღარ შემიძლია! დავიღალეეეე! კარგი სწავლაც თუ ცუდად შემომიბრუნდებოდა როდესმე რას წარმოვიდგენდი. ეს თვეა ცოცხალი როგორ ვარ მიკვირს. ჯერ იყო და სკოლამ ჩაგვიტარა სატესტო გამოცდები მათემატიკა, ბიოლოგია და ფიზიკაში, მერე კიდე დღეს რესურს ცენტრიდან მოვიდნენ და თქვენი კლასი კარგად სწავლობს და საერთაშორისო კვლევებზე თქვენ გაგიშვებთ რომ სკოლა კარგად წარმოაჩინოთო. თან ისეთი საკითხბეი იყო შემოსული, ნასწავლი კი არა გაგონილიც კი არ გვქონდა. ეს ბიოლოგია, ფიზიკაში, თორემ მათემატიკაში ისეთი ადვილები იყო მალევე მოვრჩი. აუ, კიდევ რაღაც გამომრჩა. ჩვენი კლასი არა მარტო კარგი სწავლით, არამედ “საუკეთესო” ყოფაქცევითაც გამოირჩევა. Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under პირადი

მოგესამლებით თქვენი ახალი ბლოგერი :)

ესე იგი, მე ვარ ნათია ჯაგოდნიშვილი, იგივე ვამპირესა. დავიბადე 1997წლის 15იანვარს და შესაბამისად ახლა ვარ თინეიჯერობის პირველ წლებში. ბლოგის გაკეთების იდეა დიდი ხანია რაც ტვინში მიღუტუნებდა, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა. სიმართლე ითქვას და ისიც კი არ ვიცი ეს ბლოგის მაგვარი რაღაც რამდენ ხანს გამიძლებს. აქ ვაპირებ დავწერო იმის შესახებ, რასაც ვიგრძნობ და ასევე განვიხილო სხვადასხვა თემები. გამიხარდება, თუ ჩემს ბლოგს ეყოლება ბევრი თუ არა, რამოდენიმე მკითხველი მაინც, რადგან სხვისი აზრის გათვალისწინება ცხელ გულზე არ მაწყენს, თორემ შეიძლება გაბრაზებულმა რაღაც საშინელებაც ჩავიდინო 🙂 ასევე იმედია მაქვს, რომ ამ ბლოგის წყალობით გავიჩენ მეგობრებს.

4 Comments

Filed under პირადი