ოხ ეს გამოცდები

აღარ შემიძლია! დავიღალეეეე! კარგი სწავლაც თუ ცუდად შემომიბრუნდებოდა როდესმე რას წარმოვიდგენდი. ეს თვეა ცოცხალი როგორ ვარ მიკვირს. ჯერ იყო და სკოლამ ჩაგვიტარა სატესტო გამოცდები მათემატიკა, ბიოლოგია და ფიზიკაში, მერე კიდე დღეს რესურს ცენტრიდან მოვიდნენ და თქვენი კლასი კარგად სწავლობს და საერთაშორისო კვლევებზე თქვენ გაგიშვებთ რომ სკოლა კარგად წარმოაჩინოთო. თან ისეთი საკითხბეი იყო შემოსული, ნასწავლი კი არა გაგონილიც კი არ გვქონდა. ეს ბიოლოგია, ფიზიკაში, თორემ მათემატიკაში ისეთი ადვილები იყო მალევე მოვრჩი. აუ, კიდევ რაღაც გამომრჩა. ჩვენი კლასი არა მარტო კარგი სწავლით, არამედ “საუკეთესო” ყოფაქცევითაც გამოირჩევა. ნიკუშა და იკა(ჩემი სიხარულები)  უკვე მანდატურებს ოჯახობით იცნობენ იმდენჯერ იყვნენ იქ. ასევე დირექტორიც ჩვენი ხშირი სტუმარია, თითქმის ყოველ გაკვეთილზე ჩვენთან ზის ისე “ვენატრებით”. და სწორედ ამ “სიჩუმის” და მუსიკის “გაკვეთილზე” მერხები რომ არ დაფრინავს იმის გამო, კიდევ ერთი გამოცდა დაგვიმატეს ისტორიაში. იქით პარასკევს გვექნება ის გამოცდა, მაგრამ ადვილი საკითხები იქნება ალბათ, იმიტომ რომ ჩვენი წიგნიდან არის და წიგნში კიდევ რთული არაფერი ყოფილა. მოკლედ ამ გამოცდებმა დამტანჯა და შემიკლა ხელში. მართალია სანერვიულო არაფერი იყო და რაც ჩატარდა ყველაში უმაღლესი ქულა ავიღე, მაგრამ მაინც იმდენს ვნერვიულობდი რომ გამოცდებზე ვალიდოლით მივდიოდი.  დღეს დილით სკოლაში ისე ადრე წავედი, რომ ყავაც კი ვერ დავლიე არ დავაგვიანოთქო. არადა ყავის გარეშე გაძლება მართლა არ შემიძლია. დღეში სამ დიდ ჭიქას ვსვამ მინიმუმ, თან უნალექოს. დედიკო მეუბნება გული რო აგიფეთქდება ზოგი მერე დალიეო, ნიკუშა კიდევ მეკაიფება დაბიდუბიზე ყავის ქარხანას გაჩუქებო.  ეჰ, წავედი ეხლა მე, გადავიმეორო ისტორია, რა იცი რ ხდება:D

Advertisements

%(count)s კომენტარი

Filed under პირადი

One response to “ოხ ეს გამოცდები

  1. Nat dilo var! xo gamocdebze chven egre vart.agar shemidzlia ukvee 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s