ჩავაბარეეე!


როგორც იქნა! ჩავაბარე! ყველა გამოცდა მოვრჩი და უმაღლესი ქულები ავიღე, მაგრამ აბა ბედნიერებას დიდხანს როგორ გამიგრძელებდნენ და დღეს მათემატიკის მასწავლებელმა “გვახარა”, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთი გამოცდა გვექნება და ამასთან ერთად, 5ივნისს წარჩინებულ ბავშვებს გვექნება ოლიმპიადა, იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა ვიმსახურებთ ათიანებს. ხანდახან უკვე ისე მეშლება ნერვები, ვნატრობს ნეტავ არ ვსწავლობდეთქო, მაგრამ…

ალბათ შეამჩნევდით,  რომ ამ ბოლო დროს ბლოგზეც და სოციალურ ქსელებში იშვიათად შემოვდიოდი, რის მიზეზიც ეს გამოცდები იყო, მეგონა უკვე ყველა მოვრჩითქო, მაგრამ არა! დღეს ისტორიაში მქონდა გამოცდა და მთელი კვირა საკითხები იმდენჯერ გადავიმეორე, რომ ღამით ბოროდინოს ომი და იაპონიის კაპიტულაცია მესიზმრებოდა.

ამ ბოლო დროს პრობლემებიც მქონდა. რიგმა გარემოებებმა გადამაწყვეტინა მეფიქრა, რომ “მეგობრებს” თავს ვაბეზრებ, მაგრამ მადლობა უფალს, რომ “მეგობრების” გარდა მყავს ნამდვილი მეგობრებიც, რომლებმაც არ ჩემი ბრძნული დასკვნის გამო კინაღამ ღუდუშაურში მომახვედრეს 😀  უბრალოდ ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ასე არ მეფიქრა, მაშინ, როდესაც ამდენი რაღაც დაემთხვა და ორივე “მეგობარი” ერთდროულად, ერთი და იგივე სიტუაციაში და ერთი და იგივე სიტყვებით წავიდა ჩემგან. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ძალიან სულელი და მიამიტი ვარ.  ყველას პირდაპირ გულში ვუშვებ და ყველაზე მტკივნეული ისაა, როცა ისინი შიგნიდან მტკენენ. ძალიან ცუდი ყოფილა ილუზიაში ცხოვრება და უფრო ცუდი და მტკივნეული კი მისგან გამოღვიძება.  არ ვიცი ჩემს რჩევას რამდენად გაითვალისწინებთ და მიიღებთ, მაგრამ მე უბრალოდ მეგობრულად გირჩევთ: არასდროს არ იცხოვროთ ილუზიაში, მიუხედავად იმისა თუ რა ლამაზია ეს ილუზია  :*

Advertisements

%(count)s კომენტარი

Filed under პირადი

One response to “ჩავაბარეეე!

  1. Ehh NAtt : [
    AsEE araAa yVElaPErii ….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s