Monthly Archives: ივნისი 2011

ბენიკო <3

ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ძაღლი მყოლოდა. მართალია ქუჩაში რომ ვხედავდი ხოლმე თავიდან მეშინოდა, მაგრამ მაინც დაჟინებულად მოვითხოვდი, რომ ლეკვი მოეყვანათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ძაღლი იქნებოდა, მთავარი იყო, რომ ყოფილიყო. ლეკვის მოყვანის ორი მცდელობა კრახით დამთავრდა, რადგან დედიკო ვერ იტანდა ძაღლებს, მით უმეტეს სახლში. პირველად პაპამ მომიყვანა პატარა საყვარელი პეკინესი, მაგრამ სამ დღეში დედიკომ ვიღაცას აჩუქა. მაშინ პატარა ვიყავი და კარგად არც მახსოვს, მაგრამ მეორედ, მამიკომ შარშანწინ ზაფხულს მომიყვანა სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზის ლეკვი.  გოგო იყო, ლინდა ერქვა. Continue reading

Advertisements

5 Comments

Filed under პირადი

უკლავიატურო =)

ჰეიი, როგორ მომენატრაა ჩემი ბლოგიი ❤  ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ჩემმა ყოვლისშემძლე ნათესავმა მოახერხა და კლავიატურა, რომელიც ორი წელია მაქვს და არაფერი მოსვლია, ხუთ წუთში ააფეთქა 😀   არ ვაჭარბებ, მართლა ააფეთქა, კლავიატურას ბოლი ასდიოდა. მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი დედამ რომ დამირეკა სასწრაფოდ ამოდი სახლშიო. მეც შეშინებული ამოვვარდი და რას ვხედავ, ჩემს მაგიდას თიკო (ნათესავი, რომელიც 18წლისაა და ნელ-ნელა მკლავს, მაგრამ ამას ცალკე პოსტში დავწერ) დაჰყურებს, მაგიდიდან კი, უფრო სწორად კი კლავიატურიდან ბოლი ამოდის. Continue reading

3 Comments

Filed under პირადი

მძიმე სენი და ბოლო დღეები

საერთოდ ტელევიზიის მოყვარული არ ვარ, მაგრამ დღეს უსაქმურობამ და კიდევ იმან, რომ ინტერნეტი ხარვეზებით მომეწოდებოდა გადამაწყვეტინა ტელევიზორი ჩამერთო და რაიმე საინტერესო მომეძებნა 🙂 ბევრი ვეძებე თუ ცოტა გადავაწყდი “შუა დღეს”.  ძალიან მომეწონა ინტერიერი, რაღაც დადებითი გადაცემაა მგონი და ასევე ძალიან თავისუფალიც. დღევანდელი თემაც ძალიან მომეწონა, მაგრამ გამოკითხვაში პასუხებმა გამაღიზიანა. თემა იყო “მძიმე და უკურნებელი დაავადებები”, გამოკითხვა კი შემდეგი:  “უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა, რომ მას უკურნებელი სენი სჭირს? ”  სულ შემოვიდა 713 ზარი და ამის 78% თვლიდა, რომ ადამინმა წინასწარ არ უნდა იცოდეს თუ მძიმე სენი სჭირს. პირადად მე ამან ძალიან გამაღიზიანა და არანაირად არ ვეთანხმები და ეხლავე აგიხსნით რატომაც.  Continue reading

3 Comments

Filed under განხილვა

აბდაუბდა, მაგრამ ბედნიერი პოსტი =)

როგორც იქნა სკოლა დამთავრდა და შესაბამისად დაიწყო თავისუფლების სამი ბედნიერი თვე =) თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უბედნიერესი ვარ. შაბათს ბავშეწბი ექსკურსიაზე ვიყავით, მაგრამ იქიდან ისეთი დაღლილი და თან მთვრალი მოვედი, დაწერის თავი არ მქონდა, მეორე დღეს პახმელიაზე პიყავი და ვერც მაშინ დავწერე, აი მესამე დღეს კიდევ მე, თეკომ, ნიკამ და იკამ იმდენი დავლიეთ, რომ წესივრად აღარც კი მახსოვს რა მოხდა =) სასმელს თავისუფლად ვიტან და არაფერი არ მომდის, არც ვთვრები ძალიან, მაგრამ იმ დღეს რომ ვიყავი, მასეთი მთვრალი არსდროს არ ვყოფილვარ, პირდაპირ რომ ვთქვათ განგრეული 😀 აი დღეს კი, როგორც იქნა მივუჯექი კომპიუტერს და გადავწყვიტე დამეწერა =)   Continue reading

4 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი

საბოლოო გადაწყვეტილება =)

ეჰ, რამდენი ხანია პოსტი არ დამიწერია. ძალიან მომწონს ბლოგერობა, მაგრამ როგორც სტატისტიკით ვატყობ ეს არც ისე კარგად გამომდის, ან კი უბრალოდ სხვებს არ აინტერესებს ჩემი ნაბოდიალები =) იცით, ჩემთვის მთავარია, რომ ვწერო ის რასაც ვფიქრობ ან უბრალოდ რასაც ვგრძნობ, გამიხარდება ამაზე ხალხი თავის აზრს თუ გამოთქვამს, მაგრამ მთავარი  მაინც ის არის, რომ იმ მომენტში დავიცალო ემოციებისგან 🙂
დღეს მათემატიკამ ორი ამოცანა მომცა, გამიკეთე რო ათი ქულა დაგიწერო წლის ბოლოსო, არადა საშუალო არითმეტიკულით ისედაც ათი გამომდის 😀  ამოვუხსენი და მივუტანე ამოცანები, მარა რა, რავიცი იქნება ეგ ამოცანა ადრე კლასში გავაკეთეთო, თან ეგ სასწავლო წიგნიდანაა და მაგას ისედაც გააკეთებდი, მე აბიტურიენტის დონის მჭირდებაო.  ჰოდა თუ სჭირდება კაცო იყოს მასე და მომიტანოს ახალ-ახალი ამოცანები, ამოვუხსნი_ხო კარგი, ვერ ამოვიხსნი და რა ვუყო, რაც პროგრამაშია ის ვიცი და =) Continue reading

4 Comments

Filed under პირადი