საბოლოო გადაწყვეტილება =)

ეჰ, რამდენი ხანია პოსტი არ დამიწერია. ძალიან მომწონს ბლოგერობა, მაგრამ როგორც სტატისტიკით ვატყობ ეს არც ისე კარგად გამომდის, ან კი უბრალოდ სხვებს არ აინტერესებს ჩემი ნაბოდიალები =) იცით, ჩემთვის მთავარია, რომ ვწერო ის რასაც ვფიქრობ ან უბრალოდ რასაც ვგრძნობ, გამიხარდება ამაზე ხალხი თავის აზრს თუ გამოთქვამს, მაგრამ მთავარი  მაინც ის არის, რომ იმ მომენტში დავიცალო ემოციებისგან 🙂
დღეს მათემატიკამ ორი ამოცანა მომცა, გამიკეთე რო ათი ქულა დაგიწერო წლის ბოლოსო, არადა საშუალო არითმეტიკულით ისედაც ათი გამომდის 😀  ამოვუხსენი და მივუტანე ამოცანები, მარა რა, რავიცი იქნება ეგ ამოცანა ადრე კლასში გავაკეთეთო, თან ეგ სასწავლო წიგნიდანაა და მაგას ისედაც გააკეთებდი, მე აბიტურიენტის დონის მჭირდებაო.  ჰოდა თუ სჭირდება კაცო იყოს მასე და მომიტანოს ახალ-ახალი ამოცანები, ამოვუხსნი_ხო კარგი, ვერ ამოვიხსნი და რა ვუყო, რაც პროგრამაშია ის ვიცი და =)
ახლა რატო დავწერე ეს, საერთოდ მათემატიკასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საგანია. ადრე ვაპირებდი, რომ მათემატიკოსი გამოვსულიყავი და საერთოდ ჩემი მომავალი მათემატიკისთვის დამეკავშირებინა, მაგრამ ეს ღრმა ბავშობაში იყო 😀   ახლა კი არჩევანი გავაკეთე და საბოლოოდ ვთქვი, მორჩა, მე ჟურნალისტი გამოვალ! მართლა ძალიან მიყვარს ეს სფერო და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემია. რამოდენიმე თვეა უკვე ამაზე სერიოზულად დავფიქრდი, მაგრამ ჟურნალისტიკას ყოველთვის ჰყავდა ძლიერი მეტოქე_ფსიქოლოგია. ვისაც ვკითხე ყველამ მირჩია ფსიქოლოგი არ გამოხვიდე თორე შენთან მოსულ პაციენტს იმდენს ელაპარაკები, რომ შენგან პირდაპირ ფსიქიატრიულში გაუშვებენო, აი ჟურნალისტი რო გახდები კიდე მერე ილაპარაკე რამდენიც გინდაო! 😀 ჰოდა მეც გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგობა არ ღირდა =)  მომავალი პროფესია კი არა უკვე სასწავლებელიც ავარჩიე: თეატრალური სასწავლებელი ჟურნალისტიკის განხრით =) აბაა, დროს ტყუილად კი არ ვკარგავ 😀
თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი? ვინ გინდათ გამოხვიდეთ და რატომ?
ძალიან გამიხარდება, თუ არ დაიზარებთ და დაწერთ თქვენი არჩევნის შესახებ :*

Advertisements

4 Comments

Filed under პირადი

4 responses to “საბოლოო გადაწყვეტილება =)

  1. ვაი მე, ეს რა იცით ხოლმე ახალბედა ბლოგერებმა!!!
    დაწერთ 4-5 პოსტს და წუწუნებთ, ვაიმე, ხალხი არ შემოდის, ეტყობა ჩემი ნაწეერი არავის მოსწონსო..
    თუ მხოლოდ თინზე აშეარე არაფერი გამოვა..
    სხვა ბლოგებს ესტუმრე, კომენტარები დაუტოვე, თუ მოგეწონება ბლოგროლში დაიმატე.. მერე, თუ გინდა ბლოგერების გაერთიანებას მოგცემ ჶეისბუქზე და იქ გაწევრიანდი, საკმაოდ ბევრი ხალხია და შენი ბლოგიც მალევე გახდება ცნობილი..
    ჯერ ისეთი პოსტი, რომელმაც შეიძლება გაგიჟება და აღფრთოვანება გამოიწვიოს არ დაგიწერია, ამიტომაც ყველაფერი წინაა.
    წარმატებები. ^^

  2. didi madloba rchevistvis :* da tu ar daizareb faces gaertianebac momeci :*

  3. Chemi ChIchYina 😀
    me MAgaLitad teAtraLurze Minda ra Ae GamoMIva? 😀

  4. bavshvi

    ჩემი არჩევანის შესახებ უკვე იცი. დროთა განმავლობაში მიხვდები სწორი გადაწყვეტილებაა თუ არა, ასეთი გადაწყვეტილების შეცვლა კი არასდროს არაა გვიან! არასდროს! ასე რომ, იბრძოლე მიზნის მისაღწევად და თუ მიხვდი, რომ მიზანი შეგეცვალა, ახალი მიზნისთვის იბრძოლე! 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s