აბდაუბდა, მაგრამ ბედნიერი პოსტი =)

როგორც იქნა სკოლა დამთავრდა და შესაბამისად დაიწყო თავისუფლების სამი ბედნიერი თვე =) თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უბედნიერესი ვარ. შაბათს ბავშეწბი ექსკურსიაზე ვიყავით, მაგრამ იქიდან ისეთი დაღლილი და თან მთვრალი მოვედი, დაწერის თავი არ მქონდა, მეორე დღეს პახმელიაზე პიყავი და ვერც მაშინ დავწერე, აი მესამე დღეს კიდევ მე, თეკომ, ნიკამ და იკამ იმდენი დავლიეთ, რომ წესივრად აღარც კი მახსოვს რა მოხდა =) სასმელს თავისუფლად ვიტან და არაფერი არ მომდის, არც ვთვრები ძალიან, მაგრამ იმ დღეს რომ ვიყავი, მასეთი მთვრალი არსდროს არ ვყოფილვარ, პირდაპირ რომ ვთქვათ განგრეული 😀 აი დღეს კი, როგორც იქნა მივუჯექი კომპიუტერს და გადავწყვიტე დამეწერა =)  ექსკურსიაზე არაჩვეულებრივი დრო გავატარე, ყინწვისში ვიყავით და ულამაზესი ბუნება იყო, მაგრამ შუა გზაში წვიმამ მოგვისწრო და მერე ნიკუშას სოფელში ჩავედით, ახლოსვე იყო და სუფრა იქ გავშალეთ. სხვა თუ არაფერი, დიადი ძამა ვნახე. კარგადაც დავლიეთ, კარგადაც გავერთეთ და გზაშიც კარგად გვეძინა ერთმანეთზე. უი ის დამავიწყა, ბომბა-ბომბაზე რომ ვიცეკვეთ =) გზაში მე ნიკუშაზე მიყრდნობილა მეძინა, ნიკუშას ჩემზე, იკას კიდე ჩემზე და ნიკუშაზე გადაწოლილს.  ძალიან მაგარი იყო, ეგ დღე არასდროს დამავიწყდება. დღეს კიდევ ბავშებმა გადავწყვიტეთ, რომ სკოლის დამთავრება აგვეღნიშნა, ჩავკიდეთ დამრიგებელს ხელი და ბომბორაში ავედით, იქიდან კიდევ ხინკლის სახლში. ბომბორაში კარგად გავერთეთ, მაგრამ ფული სახინკლისთვის შევინახეთ და ბევრი ვერ ვიკატავეთ, მხოლოდ კამიკაძეზე ვიჯექით, ისიც მარტო მე და ნიკუშა. ძალიან ნასიამოვნები ჩამოვფრინდი იქიდან და საკმაოდ ბევრი ადრენალინიც დავხარჯე =) შემდეგ ხინკლის სახლში შევედით და იქაც კარგად გავერთეთ. ჩვენს უკან მაგიდაზე ინგლისელი ტურისტები შემოვიდნენ და მთელი ტანი ტატუებით ჰქონდათ სავსე. იმელა ხმაზე იცინოდნენ და საუბრობდნენ, ჩვენც კი ვერ გადავფარეთ მათი ხმა და ბოლოს როგორც იქნა გამოვედით. იმდენი სურათები ვიღეთ, ციფრულიც დაგვიჯდა და ტელეფონებიც. ბოლოს კოლმეურნეობის მოედანზე გავჩერდით და აი აქედან დაიწყო ნამდვილი მხიარულება. როგორც კონტროლიორმა გვითხრა ჩვენი ავტობუსი კიდე საათნახევარი არ მოვიდოდა, ჩვენც კიდევ მეტი რა გვინდოდა. დედაჩემი და მასწი ცალკე დავტოვეთ საჭორაოდ, ჩვენ კიდე გვერძე გავედით. ფული გვინდოდა რომ ლუდი გვეყიდა, მაგრამ კაპიკიანი არ გვქონდა. ბოლოს ნიკუშამ მოიფიქრა და დოდო იქვე ჩამოჯდა და ყველა გამვლელს ეუბნებოდა დამეხმარეთო და თან სკდებოდა სიცილით. ნიკუშა აქედან უყვიროდა ლარნახევარი კიდე დაგრჩა გასაკეთებელი თორე სურვილს წააგებო, ჩაგელა კიდევ გამვლელებს ურჩევდა, ეს უფრო ფულიანი იქნება და ამას სთხოვეო. დოდოსაც არ უტყდებოდა და ვინც ასაჩუქრებდა იმათაც გულიანად ლოცავდა. მართალია ერთი ქალი ეჩხუბა შენ რა უნდა დაგეხმარო აქეთ დასახმარებელი ვარო, მაგრამ საბოლოო ჯამში ფული მაინც იშოვა და ბიჭებმაც სასწრაფოდ ლუდი იყიდეს. ათმა კაცმა ერთი ბოთლით დავლიეთ, მაგრამ ისე გვცხელოდა ყველას გვეკიდა. ბოლოს როგორც იქნა ავტობუსიც მოვიდა, მაგრამ რად გინდა, გადაჭედილი იყო იქაურობა. დიდი წვალების შედეგად ავაღწიეთ და მე, ნიკუშა, დოდო, დედაჩემი და ნატო მასწი ერთად მოვხვდით. დოდოს ლუდიც კი მოეკიდა და მთელი გზა ლაპარაკობდა. ნიკუშას მარცხენა და ჩემი მარჯვენა ტვინის ნახევარსეფეროები ჩვენი აღარ იყო. ვერაფრით ვერ დავაწყნარეთ, მილიონჯერ მოგვიყვა იმ ქალმა როგორ გამოლანძღა. მერე მასწების პაროდიები დავიწყეთ და არც ნატოსთვის დაგვიწყვეტია გული. ძალიან ბევრი ვიცინეთ. ერთი აზერბაიჯანელი კლასელი გვყავს საბირი და დოდო იმას დასდევს ცოლად უნდა გამოგყვეო. ჰოდა არც  ავტობუსში დაუწყვეტია გული და ავტობუსის ბოლოდან თავში უყვიროდა საბირ მე მაინც მიყვარხარო. ტვინი აგვხადა, მაგრამ მაინც ბევრი გვაცინა.  ყველაზე ბოლოს კი დამაგვირგვინებლი რაღაც მოხდა: ჩვენ ჩვენს გაჩერებაზე ჩამოვედით, საბირი და დოდო კი ავტობუსში დარჩნენ, ერთი გაჩერება კიდევ წინ ჰქონდათ. ჩვენ ჩამოვედით თუ არა ეგრევე გაჩერებაზე სკამს ვეცით და აი მაშინ მოხდა ავტობუსში ყველაზე დიდი კატასტროფა, დოდო საბირს ეცა და ჩაეხუტა 😀 სანამ ავტობუსს ვხედავდით ჩახუტებულები იდგნენ და მერე აღარ ვიცი, ნიკუშა კაიფობდა აგერ შენ ნახე ხვალ საბირამ დოდოსთან თუ არ გაიღვიძოსო : D მოკლედ, დღევანდელი დღით ძალიან ძალიან კმაყოფილი დავრჩი და თამამად ვამბობ, რომ “არდადეგები დაიწყოოოოოოოოოოოოოო! “

Advertisements

4 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი

4 responses to “აბდაუბდა, მაგრამ ბედნიერი პოსტი =)

  1. ბედნიერება, სიხარული.. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!

  2. ra aris dod sasircxvilo 😀 didi rame, vis ar utqvams studentebistvis bidziebo deideboo 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s