მძიმე სენი და ბოლო დღეები

საერთოდ ტელევიზიის მოყვარული არ ვარ, მაგრამ დღეს უსაქმურობამ და კიდევ იმან, რომ ინტერნეტი ხარვეზებით მომეწოდებოდა გადამაწყვეტინა ტელევიზორი ჩამერთო და რაიმე საინტერესო მომეძებნა 🙂 ბევრი ვეძებე თუ ცოტა გადავაწყდი “შუა დღეს”.  ძალიან მომეწონა ინტერიერი, რაღაც დადებითი გადაცემაა მგონი და ასევე ძალიან თავისუფალიც. დღევანდელი თემაც ძალიან მომეწონა, მაგრამ გამოკითხვაში პასუხებმა გამაღიზიანა. თემა იყო “მძიმე და უკურნებელი დაავადებები”, გამოკითხვა კი შემდეგი:  “უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა, რომ მას უკურნებელი სენი სჭირს? ”  სულ შემოვიდა 713 ზარი და ამის 78% თვლიდა, რომ ადამინმა წინასწარ არ უნდა იცოდეს თუ მძიმე სენი სჭირს. პირადად მე ამან ძალიან გამაღიზიანა და არანაირად არ ვეთანხმები და ეხლავე აგიხსნით რატომაც. 
ჩვენ ყველას გაგვაჩნია თავისუფალი აზრი და ნება და ჩვენს ცხოვრებასაც შეძლებისდაგვარად ისე ვგეგმავთ, როგორც ჩვენთვის უკეთესო იქნება. მართალია ეს ძირითად შემთხვევებში არ გამოგვდის, მაგრამ იმის უფლება მაინც უნდა გვქონდეს, რომ ჩვენივე ცხოვრება ჩვენი სურვილისამებრ დავგეგმოთ. ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს უკურნებელი დაავადება სჭირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს. ამის ცოდნა უმეტესობას მორალურადაც და ფიზიკურადაც ძალიან გატეხავს და ალბათ სიცოცხლის და ბრძოლის ხალისსაც დაუკარგავს, მაგრამ მგონი ჯობია დარჩენილი ცხოვრება ისე დაგეგმოს და გამოიყენოს როგორც ურჩევნია.ადამიანმა უნდა შეძლოს და ამ დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ყველა სურვილი აისრულოს.  ბევრი იტყვის, რომ ამის გაგებით ადამიანი ტყუილად თავს დაიტანჯავს და ბრძოლის ხალისიც დაეკარგება, მაგრამ მე ეს სისულელედ მიმაჩნია. მაგალითად, არაფერია გამორიცხული და მე მირჩევნია, რომ თუ ვკვდები, წინასწარ ვიცოდე რამდენი ხანი დამრჩა, თუნდაც ეს ერთი დღე იყოს. მე ამ ერთ დღეს ისე გამოვიყენებ და იმას გავაკეთებ, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ შემდეგ სანანებელი არ გამიხდეს, რომ რაღაც ვერ მოვასწარი და ამ ქვეყნიდან ისე არ წავიდე, რომ რამეზე გული მწყდებოდეს. ბოლო დღეს მე აუცილებლად ახლობლების გარემოცვაში გავატარებდი და ყველა მათგანს ვთხოვდი, რომ სულ ცოტა ხნით, მხოლოდ ჩემს გამო ბედნიერები ყოფილიყვნენ და ჩემთვის არ ეგრძნობინებინათ, რომ ეს ჩემი ბოლო დღე იყო. ბოლო დღეს, მე აუცილებლად სადმე მშვენიერ ადგილას გავატარებდი, ჩემს საყვარელ მუსიკას მოვუსმენდი და დავლევდი უამრავ ყავას =)  მაგრამ ამ ყველაფერს აზრი მაშინ დაეკარგებოდა, თუ ამ მშვენიერ ადგილას მე მარტო ვიქნებოდი. არაფერი არ მინდა ჩემი მეგობრების გარეშე. ჩემი სამოთხეც ასეთია, ჩემი მეგობრების გარემოცვაში…..
ეს ჩემი პირადი აზრი იყო, ბოლო ნაწილს კი სისულელედ ნუ ჩამითვლით, ხასიათის და გარემოების ბრალია =)
თქვენი აზრით, ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ კვდება? ან თუ ეს გეცოდინებათ, როგორ გაატარებთ თქვენს ბოლო დღეს? ძალიან გამიხარდება თუ დაწერთ  :*

Advertisements

3 Comments

Filed under განხილვა

3 responses to “მძიმე სენი და ბოლო დღეები

  1. მეც მირჩევნია მითხრან განუკურნებელი სენი თუ დამემართება.
    ცოტა ძნელია მოიფიქრო რას გააკეთებ ბოლო დღეს. თან პერიოდზეცაა დამოკიდებული. ეხლა შეიძლება ვთქვა რამე და 10 წლის მერე სხვანაირად მომინდეს ბოლო დღის გატარება. ან ეხლა რაღაც სურვილი მქონდეს ბოლო დღეზე და მერე სულ სხვანაირად მოეწყოს. ყოველშემთხვევაში ერთ დიდი წერილს დავწერ სადაც ყველაფერს დავწერ და არც შემრცხვება და არც დავმალავ რამეს ვინმეს რომ არ ეწყინოს.
    ცოდვებს მოვინანიებ სიკვდილის წინ. და მთელი გულით ვთხოვ უფალს შემინდოს.

  2. roB-Dod

    Chemi Azrit adamianma unda icodes ro kvdeba da ver vxvdebi es 78% ram daabrmava 😀 moKled Yvelafershi Getanxmebi 😡

  3. me vfiqrob rom ar unda icodes.. darwmunebuli var da vdgebi im adamianis mddgomareobashi vinc amas gaigebs misi cxovreba radikalurad sheicvleba,da dzalian rtuli iqneeba da mgoni mas cxovrebis xalisic dakarguli eqneba. sakutar tavtan chaiketeba da daelodeba sikvdils cremliani tvalebiT! ((( yovelshemtxvevashi me eget situaciashii viqnebodi darwmunebuli var…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s