ბენიკო <3

ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ძაღლი მყოლოდა. მართალია ქუჩაში რომ ვხედავდი ხოლმე თავიდან მეშინოდა, მაგრამ მაინც დაჟინებულად მოვითხოვდი, რომ ლეკვი მოეყვანათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ძაღლი იქნებოდა, მთავარი იყო, რომ ყოფილიყო. ლეკვის მოყვანის ორი მცდელობა კრახით დამთავრდა, რადგან დედიკო ვერ იტანდა ძაღლებს, მით უმეტეს სახლში. პირველად პაპამ მომიყვანა პატარა საყვარელი პეკინესი, მაგრამ სამ დღეში დედიკომ ვიღაცას აჩუქა. მაშინ პატარა ვიყავი და კარგად არც მახსოვს, მაგრამ მეორედ, მამიკომ შარშანწინ ზაფხულს მომიყვანა სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზის ლეკვი.  გოგო იყო, ლინდა ერქვა. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი მოუსვენარი. სულ რაღაც ერთი კვირა იყო ჩემთან, მაგრამ მერე დედიკომ დაიჟინა მე ავჩარკას სახლში ვერ გავაჩერებ, რამხელაა, რამე პატარა მაინც იყოსო( ამ სიტყვაზე დავიჭირე ) და მამიკოს თანამშრომელს აჩუქა.  ეხლა გავიგე, რომ ლინდა გაგიჟებულა და პატრონზე გაწეულა, საწყალი =(

აი რაც შეეხება იმას, კი წეღან რომ თქვი დედიკო სიტყვაზე დავიჭირეთქო, ეგ მართალია =)  შარშან ზაფხულს აღმოვაჩინე ერთი ძალიან კარგი საიტი http://www.doghome.ge , საიდანაც წამოვიყვანე ჩემი ბენიკო. იქ ძაღლებს ძალიან კარგად უვლიდნენ და მხოლოდ სპეციალური ვეტერინარული შემოქმების შემდეგ ებულობდნენ. სანამ ბენის მოვიყვანდი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა რა უნდა დამერქმია, სახლში ადგილიც კი შევარჩიე, სადაც მას უნდა დაეძინა. ჰოდა წავედით მე, მამიკო და თეკო ამ ცენტრში და წამოვიყვანეთ ბენი. რომ ვთქვა თავიდანვე რომ შევხედე მაშინვე მომეწონათქო მოვიტყუები =) მაშინ ისეთი გამხდარი იყო, რომ შეხედავდი გული გაგისკდებოდა.



სახლში რომ მოვიყვანე, მისი დატოვებისთვის მესამე მსოფლიო ომი მქონდა დედიკოსთან, მაგრამ ახლა დედიკოსაც და ბენისაც ერთმანეთი ისე ძალიან უყვარს, რომ ხანდახან ვეჭვიანობ კიდეც.
რამოდენიმე დღის წინ ვეტერინართან გვყავდა და გავალამაზეთ, ზაფხულისთვის მოვამზადეთ, რომ არ დასცხეს =) ისეთი ლამაზი და საყვარელია ^_^ ნაყინი უყვარს ძალიან, მაგრამ არ შეიძლება და მხოლოდ ცოტას ვალოკებ ხოლმე, რაც ჯოხზე დარჩება იმას =)

გაპარსვის პროცესში =D

გაპარსვის პროცესში =D

თქვენ გყავთ შინაური ცხოველი?

ნაყინს მიირთმევს =D

ნაყინს მიირთმევს

 

Advertisements

5 Comments

Filed under პირადი

5 responses to “ბენიკო <3

  1. roB-Dod

    Shen Da shenI benIko ra 😀 me MYAvs SaxLshi ZooParKi 4 DzaGi myavs da Yvela DZalian MIyvars…exlAxaNS gaaChina Chemma UbereBelma ChapaM[me ese Vedzaxi 7 weLia myavs da ] xoDa pawuKa LekviC mYavs RomelsaC coTa ariyos saSaciLoa da Krisi davaRQvi Gogoa.. .moKled VgijdeBi cxoVeleBZe da Problemaa Arasodes QoniaT chem ojaxshi 😀

  2. bavshvi

    საყვარელი ძაღლია ვაღიარებ… სრულიად უწყინარია 😉 ეტყობა ადამიანების ცნობა კარგად ეხერხება, რახან მე არ დამიღრინა 😛 😀 😉

  3. Before ჯობს ^^
    ძალიან საყვარელია.
    მეც მომინდა :ს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s