რა ლამაზი დღეააა

რა ლამაზი დღეაააა
რა ნათელი მზეააა,
იმიტომ რომ დღეს დედიკოოოს,
დაბადების დღეააა!!!!

მართალია ახლა ღამის სამის თოთხმეტი წუთია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხვალ ძალიან ძალიან ლამაზი და ნათელი დღე იქნება!  როგორ თუ რატომ? ხვალ ხომ ჩემი დედიკოს დაბადების დღეა! ჩემი ლამაზი დედიკოსი ^_^  ჩემი საყვარელი დედიკო 37 წლის გახდა, ახალგაზრდაა ჯერ გარეგნულადაც და სულიერადაც. და რაც ყველაზე მთავარია, უმაგრესად ესმის ჩემი და ბევრ ვითომდა თინეიჯერზე უკეთესადაც აზროვნებს ^_^

დღეს საღამოს ზუსტად თორმეტ საათზე მე და მამიკომ დედას სიურპრიზი გავუკეთეთ.  ეზოში ვიყავით, ბენი გვყავდა ჩაყვანილი და დღეს არც არაფერს არ ვგეგმავდით, მხოლოდ მილოცვით ვაპირებდით შემოფარგვლას, მაგრამ ნწ! 😀
ეს სიურპრიზი კი ასე დაიბადა:

მამა: ნათუ, ნაყინი არ გინდა?

მე: რატო არ უნდა მინდოდეს, ცუდად კი არ ვარ!

მამა: ჰოდა წამო მაშინ და ვიყიდოთ.

მე: და მერე ბენის რა ვუყოთ? არ შემოუშვებენ მაღაზიაში.

მამა: ოჰ წამო კაცოო.

შემდეგ კი დიალოგი მაღაზიაში:

მამა: აუ ისე ნაყნის ტორტი ხომ არ გვეყიდა? თან ნახე რომელი საათიაა(საათზე მანიშნებს, სადაც თორმეტს ზუსტად ათი წუთი უკლია.

მე: ნაყინს ტორტიი? მმმ, მშვენიერი იდეაა.

გულის ფორმის ნაყინის ტორტი ავარჩიეთ, კოლა ვიყიდეთ და სახლში წამოვედით.  ლიფტში მამიკოს ტორტი საზეიმოდ დავაჭერინე და ზარი დავრეკეთ.  დედიკო გამოვიდა თუ არა, მამუციმ სადარბაზოში მოურიდებლად და უსმენოდ იმღერა

რა ლამაზი დღეაა,
რა ლამაზი მზეაა,
იმიტომ რომ დღეს ნინიკოს
დაბადების დღეაა!

დედას ძალიან ძალიან გაუხარდა. ისეთი საყვარლები იყვნენ ჩემი დედუცი და მამუცი ^_^  მე და ბენი გაღიმებულები შევყურებდით 😀

მერე მამუცის კუჭმა სძლია და აიჩემა ტორტი გავჭრათო. დედიკომ დღეს არა, გვიანია და ხვალ გავჭრიო. და დაიწყეს ამაზე “ტორტია ჩემია და როცა მინდა მაშინ გავჭრი”,  “მერე ვინ მოგიტანა ეს ტორტი”   და მაგდაგვარები, მე კი სურათბს ვუღებდი და ვხალისობდი.

ჩემია ტორტი და როცა მინდა მაშინ გავჭრი 😀

მერე ვინ მოგიტანა ეს ტორტიი?

ბოლოს როგორც იქნა დედიკო დავითანხმეთ და ტორტი გავაჭრევინეთ.  მართლა ძალიან გემრიელი იყო ^_^

და ბოლოს კიდევ ერთხელ, დეეეეეეე გილოცავ დაბ დღეეეეეეეეეეეეეეეეს!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under პირადი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s