დაგიბრუნდიით!!! აღმოჩენების სეზონი და გამონათქვამების ჭეშმარიტება.

ჰეიი, მოგესალმებით ჩემო კარგებო და მონატრებულებო! ძალიან ძალიან მომენატრეთ. იმედი მაქვს ეს ზაფხული კარგად გაატარეთ. მე უამრავი რამ დამიგროვდა თქვენთვის მოსაყოლა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო.

წლევანდელი ზაფხული, ისევე როგორც წინა ხუთ წელს, ფასანაურში გავატარე. ეს მხარე ძალიან მიყვარს და მშობლიურად მიმაჩნია. ძალიან მაგარი შეგრძნება, როცა დილით ჩიტების ჭიკჭიკი გაგაღვიძებს, გაახელ თვალს და დაინახავ, რომ შენს გარშემო უზარმაზარი მწვანე მთებია. რამოდენიმეჯერ მოხდა სასწაულიც და დილის შვიდ საათზე გავიღვიძე, მართლაც რომ ულამაზესი სანახავი იყო, როგორ იბარგებდა ნისლი გუდა-ნაბადს და მიიპარებოდა მთებიდან .

პირველი ერთი კვირა, საშინელი სიცივეები იყო, თბილი შემოსაცმელები გვეცვა და მაინც გვციოდა. შემდეგ ცოტა დაეტყო იქაურობასაც ზაფხულის შემობრძანება და დათბა, დაცხა და ჩაიხუთა იქაურობა. მეც მეტი რა მინდოდა, დილის ათ საათზე ავიკრეფდი გუდა-ნაბადს და მივდიოდი არაგვზე. მინიმუმ სამი საათი გაუნძრევლად ვიწექი და მერე გაღვართქული მოვდიოდა სახლში. ცოტას ვისვენებდი, წიგნს ვკითხულობდი და სამ საათზე ისევ არაგვზე მივდიოდი. დილით წყალი ყინულივით იყო, მაგრამ საღამოს მართლაც რომ კარგად ვგრილდებოდი.
საღამოს, მყუდროდ მოვკალათდებოდი სავარძელში და შუაღამემდე ვკითხულობდი. ამ ზაფხულს წავიკითხე: “დორიან გრეის პორტრეტი”, “დევიდ კოპერფილდი” და “ტრიუმფალური თაღი”. ამ წიგნებმა მართლაც რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მთელი სულითა და გულით გვერდში ვედექი დოდის, მძაგდა დორიანის პატივმოყვარეობა და ვუფრთხოდი რავიკთან ერთად პოლიციას. ჟოანის სიკვდილზე იმდენი ვიტირე, სიზმარშიც ეგ ვნახე და გავაგრძელე ტირილი. არც ქამისთვის დამიკლია ცრემლები. მაინც სიმბოლური იყო, რომ ქამმა გადაარჩინა სტირფორდი. დორიან გრეი, პირდაპირ სულში ჩამწვდა და ღრმად დამაფიქრა ამ ქვეყნის ბიწიერებებზე. დასასრულმა საკმაოდ დამზაფრა. მაგრამ აი, პირველ თავში, მე მართლაც ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ამ წიგნს ვკითხულობდი. მე უცბად, გავჩნდი ბეზილის სახელოსნოში და იმ ყვავილების სუნიც კი შევიგრძენი, რომლებიც მის ბაღში ჰყვაოდნენ. ეჰ, ასე წიგნებზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მოდით გავაგრძელებ.

საღამოს, მე, დედიკო და ნუცა ბენის ვასეირნებდით, მზესუმზირას ვაკნაწუნებდით და შემდეგ ბირჟას ვამაგრებდით. ხშირად ბადმინტონსაც ვთამაშობდით, ან კიდევ დედიკოს ბიძაშვილებთან შევივლიდით ხოლმე.  იქ მართლა კარგად ვერთობოდით.

როგორც სათაურიდან მიხვდით, ამ ზაფხულს ბევრი აღმოჩენაც გავაკეთე. შესავლისთვის ვიტყვი, რომ ერთხელ კნუტს თავის პოსტზე დავუკომენტე, ჩემს მეგობრებს არასდროს დავკარგავ, მათი იმედი ყოველთვის მაქვსო, კნუტმა კი მითხრა, რომ ყოველთვის ასე ხდება მაგრამ…..  კნუტ, მინდა გითხრა რომ მართალი ყოფილხარ.  მე და თეკომ ერთ სახლში ვიქირავეთ ოთახები, ის ერთი კვირის მერე უნდა ჩამოსულიყო, მე ადრე წავედი. ეს ერთი კვირა მის გარეშე, სატანჯველად მეჩვენებოდა, ყოველ დღე ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულები. მერე დადგა სანატრელი დღეც და თეკო ჩამოვიდა. რამდენიმე საათი გაატარა ჩემთან, შემდეგ კი….. შემდეგ თავის შეყვარებულს შეურიგდა, რომელიც ფასანაურში ცხოვრობს და 24საათი კვირაში 7დღე ერთად იყვნენ. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ  თვენახევრის განმავლობაში, თეკო გადაბმულად 2საათი არ მინახავს!  ასევე სრული იგნორი მოდიოდა “ჩემი უძვირფასესი მეგობრებისგანაც”, რომელთათვისაც მეგონა სიცოცხლესაც გავწირავდი. მაგრამ ხომ იცით “არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ რომ გაიზრდება ტაყვანისცემაც მოგთხოვს!”.  მე მათ მართლაც რომ ვაღმერთებდი და როგორც აღმოჩნდა ისინი ვალდებულად მთვლიდნენ და თვლიდნენ, რომ იღებდნენ იმას, რასაც იმსახურებდნენ.  კიდევ ერთი გამონათქვამის სისწორეში დავრწმუნდი: “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა”.  მართლაც რომ ასე ყოფილა, ბავშვებს როცა ყველაფერი ვუთხარი და ვკითხე თუ რაში იყო საქმე, აქეთ დამადანაშაულეს, რომ ზედმეტად ბევრ ვითხოვ. თურმე ზედმეტად ბევრია, როცა ყურადღებას ითხოვ “საუკეთესო მეგობრისგან”.  ამ ამბების გამო მქონდა სერიოზული დეპრესიები, ერთი კვირა ვერაფერს ვაკეთებდი წესივრად.
აი შემდეგ კი დაიწყო ამ ზაფხულის საუკეთესო დღეები:  ერთ მშვენიერ დღესაც, თავში ახალი მოთხრობის იდეა მომივიდა. სასწრაფოდ ანის გავაგებინე და ბეტობაც შევთავაზე. რა თქმა უნდა დამთანხმდა.
მოთხრობას “საპნის ბუშტები” ჰქვია და საკმაოდ ინტრიგული და საინტერესო შინაარსი აქვს ანისა და დედიკოს თქმით.  მოთხრობის წერამ მართლა მიშველა. ყოველ დღე ახალ თავებს ვწერდი, სულ იდეებში ვიყავი ჩაფლული და დროს აღარ ვიტოვებდი იმაზე საფიქრელად, თუ რატომ დამიკედეს “საუკეთესო მეგობრებმა”.   წერის პროცესი მართლაც რომ გასაოცარი რამაა, ამაზე უკეთესი არაფერია. წერასთან დაკავშირებით გამიჩნდა კიდევ ერთი იდეა, რასაც პოსტის ბოლოს გაგაცნობთ, მანამდე კი გავაგრძელოთ მოგზაურობა ფასანაურში.

როგორც მოგახსენეთ ფასანაური ჩაფლულია ტყეში და ჰაერიც ძალიან ძალიან კარგი და სუფთაა.  სახლის უკან, ტყეში ცოტა სასიარულოა და იქვეა წყაროც, საიდანაც ჩამოგვქონდა წყალი. ერთ დღესაც, როცა ძლივს ავებღოტეთ ამ ტყეში, შუადღე იყო და მთელ ტყეში ერთი სხივი არ შემოდიოდა. ჰოოდაა, ვიარე, ვიარე და ჩემს წინ ერთი ლამაზი ადგილი გადაიშალა. ჯერ პატარა მინდორივით იყო და შემდეგ კლდეებით ადიოდა მაღლა ტყეში დასულ პაწუკა მონაკვეთი იყო განათებული. ამის დანახვა და ჩემი გაფიქრება ” დიედააა, როგორ გავს ფორქსის ტყეეს,  ეეჰ, სადაა ედვარდიკოო”  ერთი იყო 😀  ძალიან მომეწონა ეს ადგილი და მერე დედიკო და ჩემი მამიდაშვილი ნუცაც ამოვიყვანე. უააამრავი სურათი გადავიღეთ! ხშირად დავდიოდი ხოლმე ამ ტყეში, რაღაც განსაკუთრებული სიმყუდროვე იყო იქ. ბოლო დღესაც კი, როცა თბილისში მოვდიოდი, ხუთ ლიტრიან ბიდონს დავავლე ხელი წყალი არ გვაქვსთქო. ნეტა რა ჯანდაბად მინდოდა ხუთი ლიტრი წყალი ნახევარ დღეში 😀

ასევე აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი ლამაზი ადგილი, რომელიც სოფლიდან ცოტა მოშორებითაა. მთელი მინდორი ხელის გულისოდენა  გვირილებითაა გადაჭედილი. აქაც უამრავი სურათი გადავიღეთ და არც გვირგვინების დაწვნა დაგვიკლია. მთელი საღამო ვკაიფობდი, იმდენი გვირილა მოწყვიტეთ, ეხლა დავჯდები და გვირგვინების ბიზნესს წამოვიწყებთქო 😀

მე და ანიც გადასარევად  ვერთობოდით. მართალია მე ფასანაურში ვიყავი, ის კი_რუსთავში, მაგრამ ფაქტიურად ერთად ვიყავით. ანის ზერო ჰქონდა ჩართული და ლაპარაკს რომ დავიწყებდით, იმდენს ვლაპარაკობდით, რომ მეორე დღეს ხელს ვეღარ ვანძრევდი ხოლმე, მაგრამ განსატვირთავად კიდევ ვლაპარაკობდით 😀

ასევე იქ ყოფნისას აუხდენელ ოცნებად დამრჩა არაგვზე კამერით დაშვება 😀
ბიჭები სადღაც ხეობაში ადიოდნენ ხოლმე და იქიდან დიდი სატვირთო მანქანების კამერებით ეშვებოდნენ. არაგვი კიდევ აბურთავებდა თავის ბობოქარ და ღრიალა მორევებში. მთელი ზაფხული ვიხვეწებოდი რომელიმეს გავყვები და მეც დავეშვებითქო, მარა დედიკომ ისეთი სასტიკი უარი მითხრა ვეღარც კი შევეკამათე 😀 შე უბედურო, ცურვა შენ არ იცი და არაფერი და ერთი თუ ამოგაბურთავა წყალმა, ჟინვალშიც ვეღარ გიპოვიო დამცინოდა. აგერ იმ დღესაც ხო დაინახე, კამერა ცალკე მოდიოდა და ის ბიჭი ნახევარი საათის მერე ძლივს ჩამოვიდაო 😀    მოკლედ კამერაზე ნწუოო.
მაგრამ სამაგიეროდ, ერთხელ წყალში ისე ღრმად შევედი მე თვითონვე შემეშინდა. ჭკვიანმა კეტები ჩავიცვი მეთქი ქვეებზე ადვილად ვივლითქო, არც გამჭირვებია მარა ამ კეტებით რო შევტოპე კარგა ღრმად, იქ ისეთი სწრაფი დინება იყო უკან ძლივს გამოვედი. მოკლედ რომ ვთქვა, ზაფხულის საუკეთესო მოგონებების 80% არაგვს უკავშირდება.

ბოლო ერთი კვირა კი საშინელი ამინდები წავიდა. თითქმის სულ წვიმდა და ციოდა.
 თბილი ჯემპრი მეცვა და მაინც ვიყინებოდი. უფრო მაგან განაპირობა რომ წამოვედი, თორე ერთი კვირა დავრჩებოდი კიდევ როგორმე, მაგრამ მაშინ იქ ფეჩის დადგმა მომიწევდა, იმიტო რო მთაში ზამთარი სექტემბერში იწყება 😀 თან სანამ წამოვიდოდი არაგვზე გადავედი და წყალი და სილა წამოვიღე 😀

ასე და ამგვარად გავატარე ფასანაურში თვენახევარი. მაქვს საშინლად ცუდი, ცუდი, კარგი და საშინლად კარგი მოგონებები. ბოლოს მოხსენიებული კი ჩემი ანიკუნას დამსახურებაა ^_^

და სანამ პოსტს დავამთავრებდე, დაპირებული ახალი იდეაც 😀  წერა რომ დავიწყე, ნათესავმა მთხოვა რომელიმე საიტზე გამოაქვეყნეო. “ბინდის” ფან-საიტზე კი ვაქვეყნებ, მაგრამ რატომღაც მომინდა გამეხსნა ბლოგი, სახელით ” ჩემი ლიტერატურული სამყარო ” და იქ გამომექვეყნებინა ჩემი ოთხივე რომანი. თქვენ რას მირჩევთ? აქვე დავწერო თავებად თუ ცალკე ბლოგი გავაკეთო?   და კიდევ ერთი, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, თუ თვალები გატკინეთ და პოსტის წაკითვის შემდეგ თქვით “ეჰ რა ტყუილად მოვცდიო ”  😀

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under პირადი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s