Monthly Archives: სექტემბერი 2011

თოჯინები ♥

ჩემი აზრით ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია. ჩვენ ყველანი ვიცდით, ზოგს დიდხანს უწევს მოცდა, ზოგი მალევე მიდის და სწორად იქ შესვლისას გადაწყდება ყველაფერი. ოთახის შუაში დგახარ და არ იცი რომელი კარი გაიღება შენთვის, რომელ კარში მოგიწევს სამუდამოდ შესვლა. ჩემი აზრით სწორედ კარში შესვლის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება, ეს, მიწიერი ცხოვრება კი როგორც უკვე ვთქვი მოსაცდელი დარბაზია, უბრალოდ გამოცდა. Continue reading

7 Comments

Filed under პირადი

რატომ გავხდი ბლოგერი

ბავშვებო, მინდა ახალი თეგ-თამაში წამოვიწყო და იმედი მაქვს ამყვებით :* სახელი კი ასეთი ექნება: რატომ გავხდი ბლოგერი. ძალიან მაინტერესებს თუ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბლოგი შეგექმნათ. მანამდე კი, მოდით მე დავიწყებ.
ბლოგის შექმნის იდეა დიდი ხანი მიტრიალებდა თავში, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რახანც ინგლისური არ ვიცოდი, ვერაფერს გავხდებდი. მაგრამ აღარ მოვისვენე, ვიწრიალე, ვიწრუწუნე და თავიდან წვალებით და ჯახირ-ჯახირით გავაკეთე ბლოგი blogspot.com-ზე. მერე რაღაც პრობლემები შემექმნა, ვერ გავიგე რა და როგორ ხდებოდა, დიზაინი არ მომწონდა და მოკლედ ცუდად ვიყავი განწყობილი მის მიმართ 🙂 და გამოჩნდა შემდეგ ერთი კეთილი ადამიანი (=D იმდენი მაგას რა ვუთხარი) answers.ge-ზე და მირჩია wordpress.com სცადეო. Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under თეგ-თამაშები

მოგზაურობა ზაფხულში და ცვლილებები ბლოგზე

გამარჯობათ, როგორ ხართ? გმადლობთ, მეც კარგად =)  ახლა რატომ შემოგეჭერით და დაგირღვიეთ მყუდროება. სულ პატარა საქმე მაქვს თქვენთან და მალევე წავალ, არ შეგაწუხებთ  =*
ესე იგი, რა მინდოდა მეთქვა.  ჩამოვედი თუ არა ვეცი კომპიუტერს თვენახევრის მონატრებული და იმხელა პოსტი დავწერე რომ ვნახე გული გამისკდა, მაგრამ სურათები მოისუსტებდა. ახლა კი თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩემი fb-ს გვერდზე ნახოთ, თუ როგორ გავატარე ზაფხული  =)
და კიდევ, როგორც ხედავთ შევცვალე დიზაინი. ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ჩემმა ბლოგმა ასეთი სახე მიიღო. ასევე დავამატე რამოდენიმე სიმღერა. იმედია მოგეწონებათ. საუკეთესო სურვილებით თქვენი ვამპირესა ♥

დატოვე კომენტარი

Filed under პირადი