რატომ გავხდი ბლოგერი

ბავშვებო, მინდა ახალი თეგ-თამაში წამოვიწყო და იმედი მაქვს ამყვებით :* სახელი კი ასეთი ექნება: რატომ გავხდი ბლოგერი. ძალიან მაინტერესებს თუ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბლოგი შეგექმნათ. მანამდე კი, მოდით მე დავიწყებ.
ბლოგის შექმნის იდეა დიდი ხანი მიტრიალებდა თავში, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რახანც ინგლისური არ ვიცოდი, ვერაფერს გავხდებდი. მაგრამ აღარ მოვისვენე, ვიწრიალე, ვიწრუწუნე და თავიდან წვალებით და ჯახირ-ჯახირით გავაკეთე ბლოგი blogspot.com-ზე. მერე რაღაც პრობლემები შემექმნა, ვერ გავიგე რა და როგორ ხდებოდა, დიზაინი არ მომწონდა და მოკლედ ცუდად ვიყავი განწყობილი მის მიმართ 🙂 და გამოჩნდა შემდეგ ერთი კეთილი ადამიანი (=D იმდენი მაგას რა ვუთხარი) answers.ge-ზე და მირჩია wordpress.com სცადეო. მეც ვცადე, თავიდან ვერც ამას გავუგე და სადღაც ერთი კვირა ეგდო ესე საწყლად, ცარიელი დიზაინი =D ერთ დღესაც გაბრაზებულმა, ამან როგორ უნდა მაჯობოსთქო მივადექი და რამდენი საათი ვჩალიჩობდი არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ კი ვისწავლე რაღაცეები. იმით ვერ დავიკვეხნი დედა რა მაგარი და უნაკლო ბლოგი მაქვსთქო, მაგრამ რო შემოვდივარ, როგორც ჩემს სახლში ისე ვგრძნობ თავს. ბლოგერიც სწორედ ამიტომ გავხდი. მინდოდა მეტი ხალხი გამეცნო, შემეძინა მეგობრები და რაც მთავარია მეწერა ყველაფრის შესახებ გულახდილად და თავისუფლად გამომენთქვა ჩემი აზრი. ნუ დასაცლელად და აზრის გამოსათქმელად მეგობრებიც კი მყავდა, მაგრამ როგორც ვაკვირდებოდი, ისინი ნენ-ნელა მიდიოდნენ, არ ვიცი რატომ, ასე უმიზეზოდ. სულ რამოდენიმეღა დამრჩა, რომელთაც ბოლომდე ვენდობი და მჯერა მათი. სწორედ ამიტომ შევქმენი ჩემი პატარა მეგობარი და როცა მიჭირს, ძალიან ძალიან მეხმარება. მე ♥ ჩემი ბლოგი =D
ვთაგავ: კნუტს , მაცოს და ნიკოლოს

Advertisements

%(count)s კომენტარი

Filed under თეგ-თამაშები

One response to “რატომ გავხდი ბლოგერი

  1. ნახე, უკვე რამდენიმე კარგი საქმე გაგაკეთებინა ბლოგმა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s