თოჯინები ♥

ჩემი აზრით ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია. ჩვენ ყველანი ვიცდით, ზოგს დიდხანს უწევს მოცდა, ზოგი მალევე მიდის და სწორად იქ შესვლისას გადაწყდება ყველაფერი. ოთახის შუაში დგახარ და არ იცი რომელი კარი გაიღება შენთვის, რომელ კარში მოგიწევს სამუდამოდ შესვლა. ჩემი აზრით სწორედ კარში შესვლის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება, ეს, მიწიერი ცხოვრება კი როგორც უკვე ვთქვი მოსაცდელი დარბაზია, უბრალოდ გამოცდა. ცხოვრება სცენაცაა, სადაც ჩვენ-ჩვენი როლი ყველამ უნდა შევასრულოთ. უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ თვითონვე ვირჩევთ და ვქმნით საკუთარ პერსონაჟებს.
ცხოვრება ტილოცაა, სადაც უნდა ხატო ნელა და აუჩქარებლად. არაფერი უნდა შეგეშალოს, თორემ ტილოდან ვეღარაფერს წაშლი. ის შენს სულში დარჩება მუდამ. ხილულისთვის უხილავად და უხილავისთვის ყოველთვის ხილულად შეინახება შენს სულში.
ჩვენი გული, დაფარულია პატარ-პატარა ყვავილებით. თითოეულს თავისი სახელი ჰქვია. ხანდახან ამ ყვავილების რიცხვი იზრდება, ხან კი იკლებს. მათი რიცხვის შემცირებასთან ერთად იზრდება ჩვენი ტკივილიც. რატომ? ეს ყვავილები ხომ ჩვენი ძვირფასი ადამიანები არიან………
და საერთოდაც, ამ ცხოვრებაში ყველანი თოჯინებზე ერთი საფეხურით მაღლა ვართ. მათგან მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ სულიერები ვართ. ჩვენს თვალებში ჩანს ჩვენი სული, თოჯინების თვალები კი ცივი და ცარიელია. გაყინული მზერა ერთ წერტილს მიშტერებია და იყურება ასე, დაუღალავად, მანამ, სანამ არ დაიმსხვრევა. ჩვენ კი, ჩვენ ყველაფრის დათვალიერებას ვცდილობთ, ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ, მაგრამ ბოლოს ჩვენი მზერაც მათსავით გაიყინება. მაგრამ ეს მხოლოდ სხეულში. სულს ხომ მაშინ ეხილება თვალები, როცა სხეულს ეყინება მზერა………………………………………………………….

ეს კი, ჩემი ფავორიტი თოჯინები არიან. დამეთანხმებით რომ ძალიან ჰგვანან ადამიანებს, მხოლოდ მზერა აქვთ სამუდამოდ გაყინული…………………………………..






Advertisements

7 Comments

Filed under პირადი

7 responses to “თოჯინები ♥

  1. ძალიან, ძალიან ლამაზი პოსტია. ნამდვილად მასეა… ^^

    მომწონს შენი ბლოგი.. ❤

  2. bavshvi

    გამაოცე… სერიოზულად… მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვს სამყაროზე, ნათ? მე ერთმა ფრაზამ მომხიბლა და ძალიან ჩამაფიქრა> ჩვენ თვითონვე ვირჩევთ და ვქმნით საკუთარ პერსონაჟს…

    • მადლობა ან :* სერიოზულად და ღრმად რომ ჩავუფიქრდები ბოლოს ყოველთვის აქამდე მივდივარ ხოლმე 🙂 მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. სხვა დროს კი “მოსაცდელ დარბაზში” ვერთობი ისე, როგორც შემიძლია 😀

  3. kargii iyoo 😀 gamaocee… martla dzalian momewonaa … !! yochag !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s