შეპყრობილი ♥

რამდენი ხანია აღარ დამიპოსტავს. არ მოვყვები იმ მიზეზების ახსნას რის გამოც ვერ ვპოსტავდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ ♥
ჩემი მცირერიცხოვანი პოსტების ისტორიას გადავხედე და ერთი საინტერესო და უცნაური დეტალი აღმოვაჩინე, ნუ უცნაური ჩემთვის. სულ 18 პოსტი მაქვს დაწერილი, ზოგი სისულელე, ზოგიც ძალიან სისულელე, მხოლოდ რამოდენიმე მომწონს ♥ მაგრამ უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ პოსტში არ მაქვს ნახსენები ჩემი შემპყრობელი და დამატყვევებელი the twilight saga. დიახ, დიახ, მე მისით შეპყრობილი ვარ ♥ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს, მაგრამ არა საკუთარ თავზე მეტად =) ჩემი და “ბინდის საგის” გაცნობის ისტორიას კი ახლავე მოგიყვებით ♥

როგორც მოგეხსენებათ “ბინდი” 2008 წელს გამოჩნდა ტელეეკრანებზე. საქართველოც არ ჩამორჩენილა ამ ამბავს და შედგა პრემიერა, პრემიერამდე კი რამოდენიმე დღის ადრე გამოჩნდა რეკლამებიც.  მილიონში ერთხელთუ მოვკრავდი ხოლმე თვალს ამ რეკლამას და დაახლოებით ვიცოდი, რომ ეს ფილმი ადამიანისა და ვამპირის სიყვარულის ისტორიაზე იყო. არც კი მაინტერესებდა, არ მიჩნდებოდა სურვილი რომ მენახა, ჩვეულებრივი ბანალური ფილმი მეგონა, ეშვებიანი ვამპირებით.  გამოვიდა ფილმის მეორე ნაწილი “ახალი მთვარე”-ც, მაგრამ მე კვლავ გულგრილი ვრჩებოდი მის მიმართ. მახსოვს რუსთავი 2-ზე ვუყურე, თუ როგორი პრემიერა ჩატარდა საქართველოში, თინეიჯერები იყვნენ წითელი მოსასხამებით, ჩაშავებული თვალებითა და წითელი ლინზებით, ხელში კი სანთლები ეჭირათ. ამ დროს მე მხოლოდ გავიფიქრე: “ღმერთო ჩემო,  ამათ მეტი საქმე არ აქვთ? “
“ბინდის საგის” ტელეეკრანებზე გამოჩენიდან გავიდა ორი წელი. სექტემბერი იყო, სკოლისათვის ვემზადებოდი, ვერ ვიჯერებდი რომ უკვე მერვე კლასში ვიყავი და მთლიანად საყიდლებზე ვიყავი გადართული.  ერთ დღესაც ჩემმა დაქალმა მომწერა, ნათ გამო რაღაც ფილმი უნდა გაყურებინოო. კი მეზარებოდა, მაგრამ სახლში ჯდომაც არ მინდოდა და გავედი თეკოსთან ( გავედი იმიტომ რომ კარის მეზობელია).  პოპკორნი გავაკეთეთ, შემდეგ დივანზე მოხერხებულად მოვკალათდით და თეკომ ფილმი ჩართო. საკმაოდ ორიგინალური დასაწყისი იყო, მომეწონა… თავიდან მწვანე, შემდეგ შველი რომელიც თავისთვის დგას და უცბად დაძაბული მუსიკა და კადრი, სადაც ჩანს როგორ მირბის შველი, გაურბის თავის მდევარს, მაგრამ ბოლოს მაინც მის ხელში ვარდება.  მთელ ფილმს გაყურსულმა ვუყურე, კომენტარიც კი არ გამიკეთებია, რაც ჩემთვის ძალიან უჩვეულოა, ფილმის ბოლოს კი თეკოს ვკითხე: “თეკ, ეს რა ფილმი იყო? ”  მან ჩაიცინა და მითხრა, რომ ჩვენ ახლა იმ ფილმს ვუყურეთ, რომელზეც ვამბობდი უაზრობა იქნება, ეშვებიან და სისხლისმსმელ ვამპირებზეთქო. გაოცებული დავრჩი. ფილმით საოცრად კმაყოფილი დავრჩი, ძალიან მომეწონა. მეორე დღეს ვუყურე “ახალ მთვარეს” და “დაბნელებასაც”. ეს ფილმი შემიყვარდა.
ერთ დღეს, ინტერნეტში უაზრო ბოდიალის შედეგად აღმოვჩნდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გვერდზე, ჩამოვუყევი წიგნებს და რა აღმოვაჩინე? “ბინდი”! რომ იცოდეთ როგორ გამიხარდა. იმ მომენტში ფული საერთოდ არ მქონდა, ყველაფერი სასკოლო ნივთებს მივახარჯე. ამიტომ დიდი ძებნის შედეგად აღმოვაჩინე ოთხივე წიგნის ელექტრონული ვერსიები. “ბინდი” სამ დღეში წავიკითხე და აღფრთოვანებული დავრჩი. სწორედ წიგნის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ასეთი ღრმა სიყვარული ამ საგის მიმართ. შემიყვარდა ეს საგა და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალის ძიება დავიწყე. ჩავიწერე ფილმების საუნდრეკები და დანარჩენი წიგნების წაკითხვა მათი თანხლებით განვაგრძე. “ახალი მთვარე” საკმაოდ ემოციურად წასაკითხი აღმოჩნდა. იმ მომენტს, როდესაც ედვარდი მიდის თვალის დაუხამხამებლად ვკითხულობდი და როდესაც კითხვა გამიჭირდა, მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ თურმე ვტიროდი…. კიდევ ბევრი მომენტი იყო ასეთი…. “ახალი მთვარე”-ც სამ დღეში დავამთავრე. “დაბნელება”-ს ოთხი დღე მოვანდომე, “განთიადს” კი მთელი ერთი კვირა ვკითხულობდი. “განთიადის” კითხვა რომ დავამთავრე ვიტირე, რომ უკვე მორჩა, მაგრამ შემდეგ მალევე გამოჩნდა სამწუხაროდ დაუსრულებელი “შუაღამის მზე”. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემში ედვარდის სიყვარული მილიონჯერ გაიზარდა და დღესაც იმედი მაქვს, რომ სტეფანი ამ წიგნს დაასრულებს ♥
“დაბნელების” წიგნის პრეზენტაციაზე ვიყიდე სამივე წიგნი და ხელახლა წავიკითხე ♥ წიგნის სუნი მაინც სულ სხვაა და წიგნიდან კითხვასაც სულ სხვა ხიბლი ჰქონდა ♥  ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემში ამ საგის მიმართ სიყვარული, ვაკეთებდი წიგნის სანიშნეებს წარწერით  the twilight saga, ვიწერდი თემებს მობილურისათვის და უუუამრავ სურათს კომპიუტერისათვის. შემდეგ აღმოვაჩინე უკვე ჩემი საყვარელი საიტიც, “თვაიფანსი” და მთელი ის ორი წელი ავინაზღაურე, რომელიც გამოტოვებული მქონდა. წავიკითხე ძველი ინტერვიუები, ვნახე ძველი კადრს მიღმა სცენები და ა.შ. სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში ვათვალიერებდი “ბინდის საგის” ნივთებს და ფულს ვაგროვებდი გამოსაწერად. ჩემს დაბადების დღეზე კი, მოხდა სასწაული და ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა ჩემი სურვილის გათვალისწინებით “დაბნელების” ზურგჩანთა გამომიწერეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მანანიკომ (ბიცოლამ) დამირეკა და მითხრა, რომ ზურგჩანთა უკვე ჩამოვიდა, ახლა სამსახურში ჰქონდა და საღამოს მამიკოს გამოატანდა ჩემთან. სასწრაფოდ მამიკოს გადავურეკე და ვუთხარი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მანანიკოსთან შეევლო ♥ საღამოს კი, გავხსენი შეკვრა და როდესაც იქიდან ჩემი საოცნებო ზურგჩანთა ამოვიღე იმხელა ხმაზე ვიკივლე ჩემი ბენიკო მაგიდის ქვეშ დაიმალა ♥ მას შემდეგ სკოლაშიც იმ ზურგჩანთით დავდივარ, ლაშქრობებზეც და საერთოდ ყველგან ♥. ზურგჩანთის გარდა კიდევ მე თვითონ მოვიქსოვე სამაჯური, წარწერით twilight და შევღებე საახალწლო ბურთიც. ჩემები უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მე მისით ვიყავი შეპყრობილი ♥
როდესაც “განთიადის” პრეზენტაცია შედგა და უკვე ოთხივე წიგნი საპატიო ადგილს იკავებდა ჩემი წიგნების თაროში, მამიკომ საყვარლად გადაიტანა ოთხივე წიგნი თავის ტუმბოზე და წაკითხვას შეუდგა ♥ ძალიან გამიხარდა ♥ მოეწონა, მაგრამ არ აღფრთოვანებულა. ფილმები დღემდე არ უნახავს, დედიკო კი პირიქითაა, ფილმები ნახა, მაგრამ წიგნებს არ კითხულობს, არ აინტერესებს =(
“ბინდის საგამ” რაც მთავარია მაპოვნინა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ჩემი დაიკო, ჩემი ანი ♥ და სხვა თუ არაფერი, ამის გამო ვარ მადლობელი ♥
ესეც ასე, მგონი ყველაფერი მოგიყევით ♥ ახლა კი წავალ და კვლავ მოუთმენლად დაველოდები, როდის მოვა ნანატრი თარიღი __ 18ნოემბერი, როდესაც მე, კმაყოფილი ვიჯდები რომელიმე კინოთეატრში და გაბრწყინებული სახით ვუყურებ, თუ როგორ ამოცურდება ეკრანის შავი სიღრმიდან წარწერა “breaking dawn”. “განთიადის გამოსვლამდე დარჩა 27დღე ♥

ვაშლი ♥

სამაჯურიც ჩანს პაწუკაზე ♥

მე და ჩემი საგანძური ♥

Advertisements

3 Comments

Filed under განხილვა

3 responses to “შეპყრობილი ♥

  1. bavshvi

    მართალია ამ ამბავს პირველად არ ვისმენ (თუ ვკითხულობ, ნუ როგორცაა), მაგრამ მაინც საინტერესო პოსტი იყო ჩემთვის, რაღაც მუხტი გაქვს, რომელიც მხიარულ და იოლად საკითხავ პოსტებს გაწერინებს. სამწუხაროა, რომ როცა შენ შეგიპყრო ბინდმა მე იმდენად აღარ ვარ შეპყრობილი, მაგრამ მთავარია, რომ ასე თუ ისე მაინც გადაიკვეთა ჩვენი გზები თვიფანსზე და დღეს მე და შენ ერთმანეთი გვყავს. მადლობა, რომ იმ მშვენიერ დღეს ჩემი გაცნობის სურვილი გაგიჩნდა და მომწერე… მიყვარხარ ძალიან.
    P.S. მაინც შავი სიღრმიდან ამოცურდება, ხო? ნწ ნწ :D:D

    • მადლობა აან ❤
      მადლობა მე კი არა, მადლობა შენ რომ ის მოთხრობა გედო საიტზე =D მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ ჩემო ანტიდეპრესანტოო ♥♥♥
      შავი სიღრმიდან ამოცურდება აბა რააა 😀 😀 😀

  2. 🙂 ase mgonia, rom eg gataceba male gadagivlis

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s