დიეტა ♥

სულ ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ, ყოველთვის მინდა რაღაც ახალი გავაკეთო, შევქმნა ან ახალი გავიგო, მოვიძიო მეტი ინფორმაცია, ყველასა და ყველაფერზე, საერთოდ იმ სამყაროზე რომელშიც ვცხოვრობთ. გადატვირთული რეჟიმის გამო ამას რამდენად ვახერხებ ჩემი ბლოგის სტატისტიკასაც ეტყობა და იმასაც თუ რა “ხშირად” ვდებ პოსტებს. ჩემი მითხობის დაწერასაც ვახერხებ ხშირად. ჩემი ყოვეკლდღიური გრაფიკი ასეთი სახისაა:
1.ვაი-ვაგლახით გაღვიძება და ტელეზე საათის შემოწმება.
2.აღმოჩენა, რომ კიდევ ათი წუთი დამრჩა და ძილის გაგრძელება.
3.დედაჩემისი თავიდან მშვიდი და შემდეგ უკვე რამოდენიმე ტონით ამაღლებული ხმა: ნათი გაგვიანდება დეე.
4. აღმოჩენა რომ სულ რაღაც ოც წუთში სკოლაში უნდა ვიყო და შესაბამისად საწოლიდან ვამპირის სისწრაფით გადმოფრენა და გამზადება.
5.სამშაბათის გარდა ყოველ დღე პირველ გაკვეთილზე ნახევრად მძინე სახით ყოფნა(სამშაბათს პირველი მათემატიკა მაქვს) და გაკვეთილის წარმართვის მიხედვით გამოფხიზლება.
6.შვიდი გაკვეთილის ჩათავება.
7.შვიდი გაკვეთილის შემდეგ დამრიგებლის “ლექციების” მოსმენა.
8.სამზე დამთავრებული გაკვეთილების მიუხედავად ოთხზე ძლივს სახლში მიღწევა. აქვე შენიშვნა: სკოლა 5წუთის სავალზეა, მაგრამ დამრიგებლის ლექციებს მიაქვს სადღაც 20წუთი და დანარჩენი 40წუთი ბავშვები ჩემი კორპუსის უკან ვზივართ “ჩვენ სკამზე” და ვბოდიალობთ რაღაცეებს 😀
9. სახლში ასვილსთანავე: დეეე, საჭმელი რა გვააქვს?
და აი სწორედ ამიტომ ვივოდიალე ამდენი რომ აქამდე მოვსულიყავი.
როდესაც სახლში ოთხზე ადრე ვერ მივდივარ, ყველა ვარიანტში რომ ვეცადო ოთხის ნახევარზე ადრე მაინც ვერ მივალ და არც დილით ვჭამს არაფერს, მგელივით მშივდება. კიდევ ერთი შენიშვნა: ჩემს “უნიკალურ” სკოლას ბუფეტი არ გააჩნია! 😀 რაც იყო ის მანდატურების ოთახად გადააკეთეს შარშან და დაგვტოვეს გაღიმებულები.
ჰოდა რას ვამბობდი კაცო, ოთხზე რო ვჭამ მერე უკვე საღამოსკენ მშივდება და ეს საღამოსკენ მოშიებამ მომიტანა საკმაოდ ბევრი ზედმეტი კილოგრამი. ჰოოდა როგორც დიეტების ფანმა ვეძებე, ვიქექე ნეტში, გავიკითხე და ბოლოს მაინც მეზობელმა მასწავლა გადასარევი დიეტა 😀 სკოლის დღეებში გაკეთების მეშინოდა, მაგრამ გუშინ როდესაც ჩემს საყვარელ შარვალში თავი არაკომფორტულად ვიგრძენი გადავწყვიტე რომ ერთ დღესაც აღარ მოვიცდიდი და დავიწყე დიეტაა 😀 სხვათაშორის საერთოდ არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა რომ დიეტა შემდეგში მდგომარეობს:

1ლიტრ ანადუღარ წყალში უნდა გავხსნათ 1სუფრის კოვზი თაფლი, ლიმნის წვენი, ყავა და არაყი და მთელი დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ეს სითხე. საჭმელი კი არა ყავა და ჩაიც კი არ შეიძლება.
ადრე მაწვნის დიეტაზეც ვიყავი, მაგრამ იმის დროს უფრო მიჭირდა, გუშინ კი არ ვიცი ეს მონდომების ბრალი იყო თუ რისი, მაგრამ საერთოდ საერთოდ არ მშიებია. მამუცის მაგიდაც გავუწყვე და მუცელმაც საწყლად ამოიგმინა როდესაც ხორცის ღვეზელი დავჭერი, მაგრამ იმ სითხის გარდა წყალიც კი არ მომდომებია.
სხვათაშორის ძალიან სასიამოვნო დასალევიც აღმოჩნდა. კოქტეილივით გამოვიდა და მომეწონა, ყველაფრის გემო იგრძნობოდა და ანეიტრალებდა ლიმნის გემოს, რომელიც ძალიან არ მიყვარს.
დღეს დილით იმედიანი სახით შემოვდექი სასწორზე და იმედიანი მზერა გაბრწყინებულმა შეცვალა, როცა -1კგ დავინახე! დიახ დიახ, ერთ დღეში -1კგ!
დიეტა გრძელდება ორი თვის განმავლობაში. ეს სითხე უნდა მიიღოთ კვირაში ორი დღე, დანარჩენს დღეებში ჩვეულებრივ უნდა ვიკვებოთ, მაგრამ ამოვიღოთ რაციონიდან ზედმეტი ცხიმი, ცომეული და ტკბილეული და რაც მთავარია 6სთ-ის შემდეგ ჩამა სასტიკად აკრძალულია!
მე ავირჩიე ხუთშაბათი და კვირა, ვნახოთ რა გამომივა. წარმატებები მისურვეთ! =)

Advertisements

6 Comments

Filed under პირადი

6 responses to “დიეტა ♥

  1. წარმატებები ნათიკო :*:*

  2. წარმატებები ნათ ;)მაგრამ ფრთხილად იყავი. კუჭი არ გაგიზიანდეს :* და ისე ვნახოთ, გაგვაგებინე რა შედეგი ექნება :* თავს როგორ იგრძნობ რამდენს დაიკლებ და საერთოდ სხვა დღეებში რას ჭამ :*:*:*

  3. დიეტაზე ვარ :/ ვტანჯულობ 😦

  4. იქნებ ჩემი ბლოგი გამოგადგეს,წარმატებებიი http://motivaciashentvis.wordpress.com/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s