happy 2012 year!

ცოტა კი არა კარგად დამიგვიანდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ახლა არ დავიწყებ მიზეზების განხილვას და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ 2012წელს და გისურვებთ ულევ სიხარულსა და ბედნიერებას. ეს წელი ყოფილიყოს ყოველივე კარგის მომტანი და თქვენი სურვილების ამსრულებელი.
ახლა კი მოდით პირდაპირ იმაზე გადავალ, თუ რისი გაკეთებაც მინდა 2012-ში.

1.პირველ რიგში, 15იანვარს ვხდები 15წლის და მინდა რომ ამ დღემ არაჩვეულებრივად ჩაიაროს, რადგან ჩემთვის ძალიან სიმბოლურია.
2.მინდა რომ მეორე სემესტრში მასწავლებლები დაწყნარდნენ, რადგან ძაან გაუვიდათ თავს და ჰგონიათ, რომ თუ არ მოგამზადებენ 0 ხარ. მართალია ამ სემესტრში ყველამ ათი დამიწერა, მაგრამ მაინც…
3.ჩემი ქიმიის 80წლის მასწავლებელმა იყიდოს ახალი და კარგი სათვალეები, რადგან 2-სა და 4-ის ერთმანეთისგან გარჩევა შეძლოს და ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად მასწავლებლები აღარ შემომატაროს.
4.კარგად ჩაიაროს მეცხრე კლასის გამოსაშვებმა გამოცდებმა.
5.ზაფხულში ანი ჩემთან ერთად წამოვიდეს დასასვენებლად, ცოტა ხნით მაინც…
6.უნდა ვეცადო, გადავლახო სიზარმაცე და დავიწყო ვარჯიში, კარგი იქნება ტრენაჟორებზეც თუ მივალ…
7.დავიცვა ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დიეტა.
8.ჩემი ციფრულით, რომლის მიღების იმედიც დაბადების დღეზე მაქვს გადავიღო ისეთი სურათები, როგორების გადაღებაც მინდოდა.
9.ბლოგს უფრო მეტი ყურადღება დავუთმო.
10.მინდა რომ საკუთარ თავს ვძლიო და ჩემი ნაწერები გამომცემლობაში მივიტანო.
11.მინდა რომ ბევრი მკითხველი შევიძინო.
12.პატარა მინდა, სულერთია და იქნება თუ ძმა, მინდა მინდა მინდა!!!
13.მინდა რომ იმედი აღარ გამიცრუვდეს.
14.მინდა რომ ისეთ ადამიანებზე აღარ ვიდარდო, ვინც ამას არ იმსახურებს.
15.მინდა რომ რამდენიმე დღე მაინც სრულ სიმშვიდეში და ბუნებაში გავატარო.
16.ახალი MP3 ფლეერი მინდა.
17.მინდა რომ იმაზე უფრო ხშირად ვიყო გაღიმებული, ვიდრე ახლა. სხვა თუ არაფერი ეს ბედნიერების ჰორმონს გამოიწვევს =D
18.მინდა რომ ინტერნეტი აღარ გამეთიშოს ხოლმე დიდი ხნით.
19.მინდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება შევძლო.
20.მინდა რომ განთიადის მეორე ნაწილმა ჩემი იმედები გაამართლოს, მართალია ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც…

P.S. და ბოლოს, მინდა რომ ყველაფერი ამიხდეს!
ძალიან ძალიან მიყვარხართ და ყველას გისურვებთ, რომ სურვილები აგსრულებოდეთ!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ბედნიერი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s