Happy 15th Birthday ♥

და აი, როგორც იქნა მე 15წლის გავხდი! მას შემდეგ უკვე ხუთი დღე გავიდა, მე კი პოსტის დაწერას ვერ მოვაბი თავი. წელს ოქროს დაბადების დღე მქონდა, 15იანვარს გავხდი 15ის. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ თარიღისთვის, ძალიააან დიდი ხანი! შარშან დაბადების დღე ვერ გადავიხადე, რადგან მამიდა დამეღუპა, წელს კი მინდოდა რომ ეს დღე ისე ამეღნიშნა, როგორც მინდოდა. შარშან საკუთარ დაბადების დღეს რომ წარმოვიდგენდი, თვალწინ წარმომიდგებოდა უამრავი ფერად-ფერადი ბუშტი, მოსაწვევები, მუსიკა, მოკლედ რაღაც ძალიან გრანდიოზული. ზაფხულში ამაზე რომ ვფიქრობდი, საერთოდ არ მინდოდა გადახდა, აი შემდეგ კი. ნუ რეებს ვდებილობ ეხლა ! მოდით პირდაპირ კალენდარს ხუთი დღით უკან გადავფურცლავ.

07:50
-ნათი, დე გაიღვიძე-მესმის დედიკოს ხმა კედელს მიღმა.

-როდის მეძინა-ვბურტყუნებ და იმით გაბრაზებული, რომ საკუთარ დაბადების დღეზეც კი არ მეძლევა დილის ძილით ტკბობა თბილი საწოლიდან ცივ ოთახში ვინაცვლებ.

ორი დღე ბებო ჩვენთან იყო და ჩემს გვერდით ეძინა ♥ ისეთი თბილი და საყვარელი ბებო მყავს ♥ შეუძლებელია რომ არ შეგიყვარდეს. ბებოს ვუყურებ, რომელსაც ტკბილად სძინავს და ვცდილობ უხმაუროდ ჩავიცვა.აწ უკვე ჩაცმული, მაგრამ მაინც გაყინული სარკისკენ ვინცვლებ და როდესაც სუნამოს მოსაძებნად ხელის მოფათურება მჭირდება, ვამჩნევ რომ ჯერ კიდევ ბნელა. ჩემი ოთახის აივნიდან ვიხედები და ისედაც გაფუჭებულ ხასიათი კიდევ უფრო მიფუჭდება. იმის გამო, რომ ქართულის ოლიმპიადაზე წავიდე, მე ვდგები ისე ადრე, რომ ჯერ კიდევ ბნელა და გარეთ მეეზოვეების გარდა არავინ არ არის! აბა როგორია! როგორ მინდოდა ფეისბუქზე შეძრომა და ჩემი აღშფოთების გაზიარება თქვენთვის, მაგრამ ვინ დაგაცდის!
მისაღებში გავდივარ, სადაც მამუცი მხვდება კომპიუტერთან. ისეთი სახით მიყურებს, აშკარად ეძინება. მთელი ღამე მორიგე იყო და ახლა მე უნდა წავეყვანე ოლიმპიადაზე. შემეცოდა.  მართალია მეც მასსავით მორიგე არ  ვყოფილვარ, მაგრამ არც მე მძინებია მთელი ღამე. საშინელება იყო როდესაც თორმეტზე მომიწია დაწოლა, მე ხომ მთელი არდადეგები ექვსზე ადრე არ დამიძინია!  ჰოდა მიუჩვეველი რომ ვიყავი იმიტომაც გავათენე მთელი ღამე და მაქსიმუმ ორი-სამი საათი მეძინა.  ჩანთას ვიღებ, მობილურს ქურთუკის ჯიბეში ვაგდებ და მამუცისთან ერთად სახლიდან გავდივარ.  დაბლა დოდო მელოდება, ჩემი კლასელი. ისიც ჩემთან ერთად მოდის. ხატიაც მოვა და გავალთ. მანამდე კი დოდომ პაწუკა დრაკონი მაჩუქა. გამიხარდა ♥  ცაზე ჯერ კიდევ მთვარე იყო, მე კი თავი ვერ შევიკავე და ეს დავაფიქსირე.

08:00. მთვარე ♥

77-ე საჯარო სკოლის ეზო. 09:50

-აუ რა წესია ეხლა ეს, აღარ შეგვიშვენებ შიგნით?-უკვე წუწუნს ვიწყებ, რადგან ისე ცივა, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.

-ხო მართლა რა. უნამუსობაა, რისთვის მოგვიყვანეს ცხრაზე!-ამყვა დოდოც.

-აბა, აბა-ხატიას ხმაზე სიცილს ვერ ვიკავებთ და ვიცინით.

იქვე ვიღაც ორი გოგო გავიცანით, იმ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. რაღაცეებზე კაიფობდნენ, უკან დავჯდებით და დავიძინებთო. მერე ბიჭებზე გააბეს საუბარი და დოდოც აჰყვა, მე და ხატია კი ფეხების ბაკუნით და წუწუნით ვცდილობდით დროის გაყვანას.

77-ე საჯარო სკოლა.  მე-3-ე აუდიტორია. 11:00

როგორც იქნა შევაღწიეთ აუდიტორიაში, წესები აგვიხსნეს და წერა დავიწყეთ. ადვილი თემები იყო, მეორე ტურისთვის ზედმეტად ადვილიც კი! პირველ თემაში ერთ-ერთი იგავის ესე იყო დასაწერი, მეორეში კი თავისუფალი თემა “წარმატებას რომ მიაღწიო”.
გოგოებმა მალევე დაწერეს და გავიდნენ. მე კი იმხელა თემა გამომივიდა, ბოლოს ძლივს ვწერდი, განსაკუთრებით იმიტომ რომ გათბობის ჩართვაზე არავის უფიქრია და ხელები გაყინული მქონდა. ბოლოს მეც დავწერე და გამოვედი, გოგოები ეზოში მელოდებოდნენ. მალევე წამოვედით, რომელიღაც სუპერმარკეტში შევბოდიალდით, მარეტები ვიყიდეთ, შემდეგ კი სახლისკენ დავიძარით. ავტობუსმაც სულ რაღაც ნახევარი საათი გვალოდინა და მალევე მივედით სახლში ♥.

ჩემი სახლი. 15:00 

გიჟივით წინ და უკან დავრბივარ. ბავშვები ერთ საათში უნდა მოვიდნენ, მე კი ჯერ მაგიდას ვაწყობ. მინდოდა რომ ჩემ სტილში ყოფილიყო და არავინ მივაკარე, ახლა კი იხტიბარს არ ვიტეხ და დაწყებულ საქმეს არ ვტოვებ, არადა ჩასაცმელი ვარ, არც მაკიაჟი გამიკეთებია! ჯანდაბა!

-დედაა, სუფრა გავშალე და დანარჩენს თქვენ მიხიდეთ-ვიძახი ხმამაღლა რომ სამზარეულოში გავაგონო და ოთახში შევრბივარ.
რისი ჩაცმაც მქონდა გადაწყვეტილი რატომღაც ის აღარ მომწონს. იმდენჯერ ვიცვლი, ბოლოს ვიღლები. სარკეში ვიხედები და ეს შედარებით ყველაზე ნორმალურია, ეს მეცმევა! შემდეგ მაკიაჟიც და ბოლოს სარკეში ჩახედვა მსიამოვნებს. კარგად ვაკვირდები საკუთარ თავს და ვბრაზდები, რა იქნება სულ მცირე 15კილოგრამით ნაკლები რომ ვიყო! ცუდ ხასიათზე ვდგები და მისაღებში გავდივარ. ანიც საცობში მოყვა და აგვიანებს. ცუდ ხასიათზე ვდგები. პაპას კალთაში ვუჯდები და ვცდილობ არ ამეტიროს. ხასიათის ასეთი ცვლილება თვითონაც მაკვირვებს.

15:30

დედიკო მაღაზიიდან ამოდის. ბენი ყეფას ტეხს, მაგრამ ეტყობა დედიკოს სუნს გრძნობს, ჩერდება, წრეზე ხტუნვას იწყებს და წკმუტუნებს. დედიკოს გავხედე და სიურპრიზი დამხვდა! ანიც მოსულა! ძალიან, ძალიან, ძალიან გამიხარდა! ძალიან მიყვარს ჩემი ანი, მარტო ჩემია, მარტო ჩემიი ♥

 

ულამაზეს ბეჭედს მჩუქნის! ძალიან მომწონს და მას შემდეგ თითიდან არ ვიხსნი.  ცოტა ხანში ბავშვებიც მოდიან. ნიკუშა გიჟივით მაწვდის პარკს ხელში და მუდარით აღსავსე მზერით მიყურებს:
-ეს რაღაცა გააჩუმე რაა!-პარკიდან შეფუთულ ყუთს ვიღებ, რომელშიც რაღაც განუწყვეტლივ წიკწიკებს.

-უი, დაბადების დღეს გილოცავ!-მეხუტება, მერე დანარჩენებიც მილოცავენ და მკოცნიან. სანამ ჩვენ  ერთ ამბავში ვართ ნიკა მოწიკწიკე ყუთს მაწვდის, “გახსენი!” აწერია სახეზე.

ყუთს ვხსნი და არ გამკვირვებია იმის დანახვა, რაც ყუთიდან ამოვიღე. რთული გამოსაცნობი არაა, რომ მოწიკწიკე ნივთი საათია. მაგრამ ძალიან საყვარელი, პინგვინის ფორმა აქვს და ელამი თვალები. ეს საათი მარიმ და ირინამ მაჩუქეს,  ნიკამ _კოკო მადმაზელი, იკამ_ინდური რაღაცნაირი სპილო, ტატომ_ვისკის ჭიქები.  მამუციმ_ციფრული, ბესო ბიძიამ და მანანამ_ფრანკო ფონტანას გულსაბნევი, ბებომ_ღვთისმშობლის კულონი.

18:00 

საყვარლად შემთვრალები ვართ. ვცეკვავთ, ვცეკვავთ და კიდევ ვცეკვავთ. მუსიკების შერჩევა ნიკას დავავალე, თავის მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. ნუციკო სურათებს გვიღებს ჩუმად, მაგრმამ მთლად ჩუმადაც არ გამოსდის.


დედიკოს ტორტი შემოაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ! ბავშვები მიყვირიან, სურვილი ჩაიფიქრე და მერე ჩააქვრე სანთლებიო! ჩავიფიქრე კიდეც! მჯერა რომ ამიხდება.
მერე ცოტა კიდევ დავუმატეთ სასმელი, ვაიდა გამოვფხიზლებულიყავით! შემდეგ კი დედუციმ ისეთი რაღაც მომიტანა, რომელიც შუა იანვარში არასდროს მიჭამია! ვერ ხვდებით? მმ, ეს იყო შოკოლადის, უგემრიელესი ნაყინი!

19:00
უშედეგო ხვეწნის შემდეგ, ანის მაინც ვერ ვითანხმებ დარჩენაზე და ჩვენც ყველანი მის გასაცილებლად მივდივართ. სანამ გაჩერებამდე ჩავიდოდით ცაზე იმხელა ფეიერვერკი იყო, რამის სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. მერე რა რომ ის მე არ მეკუთვნოდა? მოვიპარე და მივისაკუთრე!

19:30 

ანი გავაცილეთ და ისევ ჩემთან ამოვედით ყველანი, იკას გარდა. იკა ვეღარ წამოვიდა.  კიდევ გავერთეთ კარგად, ვბოდიალობდით რაღაცეებს და ვიცინოდით. გოგოები მალევე წავიდნენ, ნიკა და ტატო დარჩნენ. ნიკამ რაღაც ფილმი ჩართო და იმას ვუყურებდით. ბინდის ერთ-ერთი მსახიობი იყო მთავარ როლში და აღფრთოვანებული დავრჩი. არენა ერქვა ფილს, ძალიან მომეწონა, გირჩევთ უყუროთ ♥

22:00

ბიჭებს ვაცილებ. კატასტროფულად დაღლილი ვარ, მეძინება. ნეტში შევძვერი, მისალოცებზე პასუხები დავაბრუნე და თვაიფანსზეც შევიხედე. მთავარ თემად დავინახე უზარმაზარი ბუშტები და მისალოცი ტექსტი. ძალიან გამიხარდა და რამდენიმეჯერ, გაღიმებული სახით ხელახლა გადავიკითხე ტექსტი. უბედნიერესი ვიყავი ♥

მართალია შემდეგ მამუცის ძმაკაცები მოვიდნენ და კარგად იქეიფეს, მაგრამ მეც კარგად გავერთე. 15 იანვარი ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო! სხვა თუ არაფერი, მე ხომ 15 წელი შემისრულდა! ♥

Advertisements

4 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი

4 responses to “Happy 15th Birthday ♥

  1. კარგად წერ, მომეწონა :))

  2. გილოცაავ! ❤
    15წელი ჩემი სანატრელი ასაკია, დიდი სიხარულით ველი ❤
    კარგად წერ :*
    კარგი ხარ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s