და-ვი-ღა-ლე!

დავიღალე, თავს ცუდად ვგრძნობ, აღარ შემიძლია. ინტერნეტი მომენატრა, კომპიუტერი მომენატრა, წერა მომენატრა, ცუდად ვარ! ორი კვირაა დღე-ღამეში ოთხს საათზე მეტი ვეღარ მძინავს. ყოველთვის ღამურა ვიყავი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. დილის ძილი მომენატრა, მომენატრა რომ მეკითხებიან: ” ვაიმე ამ დრომდე როგორ გეძინა გოგო?”  ვერ ვიტანდი ამ კითხვას, მაგრამ ახლა მომენატრა. ორ კვირაზე მეტია ხელში შემიკლეს! შეიძლება ყველა საგანში ადამიანმა საკონფერენციო თემა დაამუშაოს? შეიძლება! არა! იმიტომ რომ საკონფერენციო თემებისთვის ორი კვირაა არაა საკმარისი, მითუმეტეს შვიდი თემისთვის. ორი უკვე დავიცავი, სამშაბათს სამი თემის დაცვა მაქვს ერთდროულად, იქით სამშაბათს, მერე პირველ მარტსაც და მოვრჩები. სულ ცოტა ხნით მაინც დავისვენებ და მერე საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება უკვე, საატესტატო გამოცდები და ა.შ. ბლოგი მომენატრა, რომ შემოვდივარ და სტატისტიკა ნულზე არ მხვდება, ეს ძალიან მახარებს. წერა მინდა, მარტო აქ კი არა, ჩემ ნაწერებსაც ვეღარ ვაგრძელებ. ხანდახან ისე მინდება რომ დავწერო, მაგრამ ვერ ვასწრებ, ეს კი საშინელებაა. ტირილი მინდა რომ ცოტათი მაინც დავიცალო ემოციებისგან. წერისთის თავის დანებებაც კი მქონდა ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილი, მაგრამ ეს მხოლოდ სამი წუთი გაგრძელდა, ესეც იმ მომენტში, როდესაც დავინახე რომ ვიღაც ათი წლის ლაწირა ბავშვს ერთ-ერთ საიტზე ედო ჩემი ნაწერები და თავისად ასაღებდა. იმ მომენტში მეგონა რომ ჩემზე უბედური არავინ იყო. მე ხომ ამდენი რამ ჩავდე ამ ნაწერში. ვიცი, არ არის სრულყოფილი, მასთან მიახლოებულიც კი არ არის, შეიძლება დახვეწაც აკლია მაგრამ ის ხომ ჩემი იყო, მარტო ჩემი, მეტი არავისი! მოლოდინით დავიღალე, ნოემბრის მერე გამომცემლობებიდან პასუხს  ველი, მათ კი იმის მოწერაც არ უნდათ რომ უბრალოდ არ მოეწონათ, მკლავს ეს სიტუაცია! ვერ ვიტან მოლოდინს. ერთადერთი კარგი რამ ამ ხნის განმავლობაში რაც მოხდა,არის ის, რომ დავიწყე დიეტა, 24იანვრიდან დიეტაზე ვარ და რვა კილოგრამი მაქვს დაკლებული. გეგმაში კიდევ ბეეეეევრიიი მაქვს! სიცრუით დავიღალე! იმის მიხვედრით დავიღალე რომ მიყენებენ ადამიანები, რომლებსაც შარშან ამ დროს “მეგობრებს” ვეძახდი, დავიღალე იმითაც რომ მათ დღეს ვკიდივარ. გადავწყვიტე რომ მათ მიმართ სრულიად გულგრილი გავმხდარიყავი და დამენახებინა როგორია ნეიტრალური ნათია, რომ მერე აღარასდროს აღარავის აღარ ეთქვა რომ “ზედმეტი ყურადღებით დავღალე”. ჩემი თავით დავიღალე! არ მომწონს ასეთი ნათია, იმიტომ რომ არ შეუძლია დაიკიდოს ის, ვინც თვითონვე დაიკიდა. კიდევ ერთი დადებითი ფაქტი მოხდა ამ დროის განმავლობაში. გავიგე რომ სკოლაში თეატრალურის წრე იხსნებოდა და დავფეთდი, შესვლა გადავწყვიტე. გასაუბრება მომეწონა და თან ძალიან, მაგრამ ამ  დროის უქონლობის გამო გადავწყვიტე, რომ შევეშვა. მეცხრე კლასში ვარ, იმდენი სამეცადინო მაქვს ცუდად ვარ და ნამდვილად არ მაქვს დასაკარგი დრო. ასე რომ შევეშვი… ანი იყო ჩემთან რამდენიმე დღის წინ, ძალიან მომენატრა. ნეტით რაღაც ახლის გაკეთება ვისწავლე და მე და ანიმ გავაკეთეთ. სოსისებში გარჭობილი სპაგეტი. გემრიელი იყო, მაგრამ მოხარშვამდე რატომღაც ძალიან მივამსგავსე ვუდუს თოჯინებს და კერძსაც ვუდუნიები ვუწოდეთ მე და ანიმ.

ვუდუნიები ❤

ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ის დღე. მერე სკოლის ეზოში გადავედით ძლივს, წელს თოვლში სურათი არ მქონდა, ჰოდა გადავიგე და მერე ანიც გავაცილე. ფეხი საშინლად მიცურავდა და გაჩერებიდან სახლში ასვლას თხუთმეტი წუთი მოვანდომე. ამ ამინდითაც დავიღალე! მეგონა რომ თოვლი მიყვარდა, წელს პირველი ფანტელები რომ ჩამოყარა, გახარებული აივანზე გავვარდი და სურათების გადაღება დავიწყე, მაგრამ უკვე ესეც ყელში ამოვიდა. მზე მინდა, მომენატრა მზე! დადნეს რა ესთოვლი! პინგვინივით დავდივარ ისე მეშინია ასრიალების! როგორც აღმოჩნდა ეს გადატვირთული პერიოდი ჩემი მუზისთვის ნაყოფიერი გამოდგა და სამი ახალი რომანის იდეა მომივიდა ერთ დღეში. სამი! წარმოიდგინეთ რა მაგარია! ჯერ “საპნის ბუშტებს” დავამთავრებ და ამათ მერე მივხედავ, იმედია მუზა არ მიწყენს. დავიღალე, და-ვი-ღა-ლე! და ვიცი თქვენც დაგღალეთ. თუ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, ყოჩაღ თქვენს გაძლებას!  ახლა კი წავედი, მივარხართ და მადლობთ რომ მიძლებთ.

Advertisements

3 Comments

Filed under პირადი

3 responses to “და-ვი-ღა-ლე!

  1. Ibi

    მართალია, ვარდისფერი არ მიყვარს, მაგრამ პოსტებს უხდება დიზაინი ))

  2. გემოივნებაზე არ დაობენ, შეიძლება ნებისმიერი ფერი მოგწონდეს ! 😉

  3. მ ე მ ე ს მ ი ს შ ე ნ ი ! 😀 ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s