წარმატებული კვირა♥

მოგესალმებით ჩემო თბილებო და ტკბილებო ♥ როგორ მომენატრეთ ♥ გადატვირთულ გრაფიკს რა ვუთხარი თორემ : )) მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ეს კვირა ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთი-ორი ჩავარდნა კი იყო, მაგრამ ეგ არაფერი, ვინ არ დაუბარებიათ კლასელის ცანცარისა და გაკვეთილზე მობილურით თამაშის გამო დირექტორთან. მთელ კლასს ჩამოგვართვეს მობილურები და წლის ბოლომდე დაილუქებაო ამბობდნენ, მარა მეთქი ფეხს არ გავადგავ სკოლიდან ისეთქო და ავიყოლიე ბავშვები და ჩავაჭერით დირექტორთან. საყვარელი უარით გამოგვაბუნძულეს, მაგრამ მერე თამომ ტირილი დაიწყო, დირექტორს შევეცოდეთ, თქვე გაჭირვებულებო თქვენ რა შუაში ხართო და დაგვიბრუნა ♥ იმ დღეს დედუციც იყო სკოლაში და ჩემდა გასაკვირად თამრიკომ, მათემატიკის მასწმა, რომელმაც არ იცის სიტყვა “კარგია”, რაც არ უნდა აღაფრთოვანო, დედაჩემს უთხრა კარგი გოგოაო! მართალია ათს მიწერს, მარა შექება არ იცის საერთოდ და პირღია ვუყურებდი. მოკლედ, სკოლის ამბებმა კარგად ჩაიარა!  წარმატება №1 ისე სიმართლე ითქვას და ეს წარმატებული კვირაც სულ სკოლის ამბებს უკავშირდება. ხუთშაბათს, ჩვენი სკოლის გუნდი რელიგიის კონკურსზე ვიყავით წასულები და შემდეგ ტურშიც გადავედით. თუ გავიმარჯვებთ სააღდგომოდ იერუსალიმში გაგვიშვებენ! იქიდან წამოსულებმა დიდუბის პანთეონშიც შევიარეთ და ბოლოს გადამწვარები სახლის გზას გავუდექით. წარმატება №2 კიდევ ერთი წარმატებება კი გუშინ მქონდა. დედუცის წყალობით, რომელიც ტელევიზორის დიდი მოყვარულია, შევიტყვე რომ რაღაც ახალი საგანმანათლებლო თამაში ყოფილა_”სასამართლო”. ჰოდა  გადმოვწერე, ვითამაშე, სამივე ეტაპი წარმატებით გავიარე, 75შეკითხვიდან 71სწორი პასუხი და 950, ანუ საპრიზო ქულა ავიღე. შემდეგ მითითებულ ნომერზე დავერეკე და დღეს უზენაეს სასამართლოში ვიყავი, სადაც ჩემთვის განკუთვნილი პრიზები გადმომცეს. რიგით მესამე ვიყავი და მონაცემებიც ჩაიწერეს, შეიძლება კიდევ შეგეხმიანოთო. ასე რომ, რა ვიცი რა ხდება   ♥ დღეს რედაქციაშიც დავრეკე, ნოემბრიდან პასუხს ველოდები და როდისღა უნდა მითხრათთქო, მაგრამ მთავარ რედაქტორს არ ეცალა და მერე დარეკეთო მითხრეს, მერე კიდე მე უზენაეში ვიყავი, ასე რომ ეს საქმე ჩაიშალა. ორშაბათს კიდევ დავრეკავ და თუ რაღაცა წამოვიღებ მერე საერთოდ, ტყუილად რატო დავუტოვო იმათ. ჩემი მუზა კვლავ აქტიურად მუშაობს და სკოლის მიუხედავად მაინც ვახერხებ წერას  ♥  “საპნის ბუშტების” პარალელურად, კიდევ სამი იდეა მაქვს, განსაკუთრებით ერთი დავხვეწე და ერთი სული მაქვს წერას როდის შევუდგები  ♥  კიდევ “კლოუნის თვალთახედვა” დავიწყე და ჩემეული ელემენტებიც დავიჭირე  ♥  იმედია ეს წარმატებული კვირა ბოლოს არ ჩამიმწარდება, მაგრამ მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ ცხოვრებაში აღმასვლას ყოველთვის მოსდევს პატარ-პატარა ჩავარდნები, ასე რომ, რავიცი რა იქნება. დასასრულს კი, თუ დაგაინტერესებთ ჩემი საჩუქრები იხილეთ, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მისახსოვრა ♥  

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

2 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი

2 responses to “წარმატებული კვირა♥

  1. რა კარგი პოსტია ❤
    ემოციებით დატვირთული ❤
    საყვარელოო.
    წარმატებები ❤

  2. naat yvelaperi momwoons <3,dizainic ra magariaaa.warmatebebi naat :* :* :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s