სიზმარი ♥

დრო გადის, ტექნიკა ვითარდება და ჰოლივუდი სხვადასხვა სასწაულებს გვჩუქნის. დღევანდელ ფილმებს თუ გადავხედავთ, მარტივად შევამჩნევთ რომ მათში ჭარბობენ არარეალური არსებები, ფაქტები. მონსტრები, კაციჭამიები, ზომბები თუ ვამპირები. მოდით ამ უკანასკნელზე ცოტა ხნით შევჩერდეთ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი ფილმი თუ ტელესერიალი გადაიღეს ვამპირებზე, დაიწერა წიგნებიც, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილია „ბინდისი საგა“ და „ვამპირის დღიურები“. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ მოზარდებზე. პირადად ვყოფილვარ იმის მომსწრეც, რომ თინეიჯერები ერთმანეთის მიმართ თბილ დამოკიდებულებას კბენით გამოხატავენ, ვამპირების პატივსაცემად. ამ სენით განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები არიან „დაავადებულნი“. ისინი ოცნებობენ კიდევაც იმაზე, რომ ვამპირები იყვნენ. მართალია მეც მოხიბლული ვარ „ბინდის საგით“ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მისი ფანი ვარ, მაგრამ არასდროს მიოცნებია იმაზე, რომ ვამპირი ვყოფილიყავი. მე ვაღიარებ, რომ შეპყრობილი ვარ მისით, მაგრამ არა ისე, რომ ზოგიერთის მსგავსად სისულელე ჩავიდინო. მინდა პირადი მაგალითით მიგახვედროთ იმას, რომ ფილმებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი მოზარდებზე.

ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, ცხელი ზაფხული იდგა. არდადეგებს როგორც ყოველთვის ფასანაურში ვატარებდი, მაგრამ წლევანდელი ზაფხული ჩემთვის მაინც ყველასგან გამორჩეული იყო. უკვე ყოველდღიურობად მქონდა ქცეული მდინარეზე სიარული, იქიდან დაბრუნებულს კი სახლის უკან ტყეში გასეირნება. ამ ტყეში ყოფნა ძალიან მიყვარდა, რადგანაც მას ვამსგავსებდი ტყეს ჩემი საყვარელი წიგნიდან_“ბინდი“. ერთი დამღლელი დღის შემდეგ მკვდარივით ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამომეღვიძა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ გამოღვიძებისას ტყეში, ფუმფულა გვიმრების საფარველ ქვეშ ვიყავი. გამიკვირდა, ვიფიქრე სიზმარიათქო, მაგრამ ყველაფერი ძალიან რეალური ჩანდა. გადავწყვიტე, რომ სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ბილიკი არსად ჩანდა. სამაგიეროდ წვიმისგან დანამულ მიწას კარგად ეტყობოდა ფეხსაცმლის ნაკვალევი. ამ ნაკვალევს გავყევი და გზადაგზა გვიმრებს ხელით ვწევდი, რომ სიარულში ხელი არ შეეშალა. ბოლო გვიმრაც გადავწიე და გაშლილ მინდორზე აღმოვჩნდი. მაგრამ როდესაც დავინახე მწვანეში ჩაფლული ნახევრად მინის სახლი, შოკში ჩავვარდი. მეგონა მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან სახლი, რომელსაც მე ვხედავდი რეალურად არ არსებობდა, ეს გამოგონილი სამყარო იყო. თვალები მაგრად დავხუჭე, მაგრამ როდესაც გავახილე არაფერი შეცვლილა_მე კვლავ კალენების სახლის წინ ვიდექი. მინის სახლში კარგად ჩანდა ყველა ის პიროვნება, რომელნიც ჩემთვის საოცრად ახლობელნი იყვნენ. ვამპირული საგის კითხვისას არასდროს შემიქმნია იმის ილუზია, რომ ისინი რეალურ სამყაროშიც არსებობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. თვალის დახამხამებაში სახლის პარმაღზე აღმოვჩნდი, მაგრამ როგორც ვივარაუდე დაკაკუნება არ დამჭირვებია. კარი გაიღო და მის მიღმა აღმართული ფიგურის დანახვაზე თვალები გამიფართოვდა. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს კარი ჩემმა კუმირმა და პირადად ჩემთვის მამაკაცის იდეალმა_ედვარდ კალენმა გამიღო. წამის მეასედში უამრავი რამის გაფიქრება მოვასწარი, მაგრამ ედვარდმა ჩემს გონებაში დასმულ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას უპასუხა: -შემოდი, დიდი ხანია გელოდებით. და ნუ ფიქრობ, რომ ეს სიზმარია. როდესაც ჩემი ოცნების სახლში ფეხი შევდგი, ჩემმა გულის ცემის ტემპმა საგრძნობლად მოიმატა. მთელი ოჯახი იქ შეკრებილიყო. ოთახში ბუხარიც ენთო, რენესმესა და ჯეიკობისთვის. ოჯახის ყველა წევრმა გულთბილად გადამკოცნა, პატარა რენესმემ კი ხელში აყვანა მთხოვა. როდესაც ხელში ავიყვანე, თავისი ფუმფულა ხელისგული ლოყაზე შემახო და მისი ნიჭის წყალობით დამანახა თავისი განვლილი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. ეს მომენტები ჩემთვის უცხო არ ყოფილა, რადგან მე თითოეულ მათგანს საკუთარი თავივით ვიცნობდი. სახლის დათვალიერება რა თქმა უნდა ელისმა იკისრა და როდესაც თავის ოთახში შემიყვანა, გავოცდი. მთელი მსოფლიოს მოდური მაღაზიებში არ იქნება იმდენი რამ, რაც ელისის გარდერობში იყო. ელისმა მის მიერ არჩეულს ტანსაცმელში გამომაწყო, როზალიმ კი ჩემი თმების გალამაზებაზე იზრუნა. როდესაც პირველ სართულზე ჩავედით, ედვარდი როიალთან იჯდა და „რენესმეს იავნანა“-ს უკრავდა, გვერდით კი ბელა ედგა რენესმეთი ხელში. ედვარდმა მითხრა, რომ ჩემს თმას მუშკის სუნი ჰქონდა… შემდეგ ემეტმა თამაში შემომთავაზა და როდესაც ეს „თამაში“ ლოდების სწრაფად დაფშვნა აღმოჩნდა, საერთოდ არ გამკვირვებია_ეს ხომ ემეტი იყო! მთელი დღე მანთთან გავატარე. შემიძლია დავიფიცო, რომ იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. როდესაც მთელ ოჯახთან ერთად ბეისბოლის სათამაშოდ წავედით, მაშინ შევიგრძენი ბოლომდე, თუ რამდენი რამ იყო გაერთიანებული სიტყვაში „ვამპირი“. როდესაც ემეტის „ჰამერით“ სახლში ვბრუნდებოდით, მე და რენესმეს ჩაგვთვლიმა. -ნათი, გაიღვიძე რა!-საოცრად ნაცნობი ხმა გაღვიძებას მთხოვდა, მაგრამ თვალებს ჯიუტად არ ვახელდი, რადგან უკვე ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. -ნათ…-კიდევ ერთხელ მთხოვა ხმამ. მე კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს ოცნებას, შემდეგ რენესმეს ფრთხილად, ისე რომ არ გამეღვიძებინა შუბლზე ვაკოცე და თვალები გავახილე. ჰმ! როგორც ბოლოს ვიგრძენი ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდა, მაგრამ გული არ დამწყვეტია. მე ხომ სიზმარში მაინც მოვხვდი ჩემს ოცნებაში. ეს სიზმარი კი ისე ძლიერ დამამახსოვრდა, რომ დღემდე მახსოვს თითოეული მათგანის სურნელი და დღემდე ვეძებ ისეთ სუნამოს, როგორი სურნელიც აქვს ედვარდის თქმით ჩემს თმას…

Advertisements

%(count)s კომენტარი

Filed under განხილვა, პირადი, ჩემი ნაწერები

One response to “სიზმარი ♥

  1. გაღიმებულმა ჩავიკითხე პოსტი …
    პოსტის პირველი ალბაზი საკამათო თემაა :))
    ვამპირის დღიურებს და ბინდს ვუყურებ და მეც შემიძლია ვთქვა ,რომ ფანი ვარ ,მაგრამ
    მე არ ვცხოვრობ მათში ,მე არ ვცხოვრობ მათი ცხოვრებით ..
    მე უბრალოდ მომწონს სიმპატიური დეიმონი და ვამპირი ედვარდი …
    სულ ეს არის..
    იგივე პრობლემაა სოც ქსელებზე.ხალხი ფბ-ში ცხოვრობს… გული მწყდება …
    მეც მიყვარს ფბ …მაგრამ მასში არ ვცხოვრობ …როდესაც დრო მაქვს შევდივარ ი ვსიო …
    როდის უნდა შეიგნონ ხალხმა ,რომ არავის ცხოვრებით და არავის ცხოვრებაში არ უნდა იცხოვრონ..
    ხანდახან სურვილი მიჩნდება მხოლოდ მე და ჩემნაირები ვცხოვრობდეთ დედამიწაზე :||

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s