წარსულის სურნელი…

ბოლო პოსტის თარიღს ვუყურებ და მეცინება, 14აპრილს დავწერე, იმის შემდეგ კი ფანჯარაც არ გამიხსნია რაიმე ახლის დასაჯღაპნად. არადა როგორ მინდა. ამ ბოლო დროს რაღაც უცნაურობა მჭირს. კომენტარებსაც კი ვეღარ ვწერდი, საერთოდ გამოვეთიშე ბლოგ-სფეროს. ალბათ ეს არცაა ჩემთვის, მაგრამ მკიდია, მისწორდება და ვწერ. ბევრ ფაქტორს ვაქცევდი ყურადღებას, სიტყვებს ვაკონტროლებდი, თავში მიტრიალებდა ფრაზები “ის რომ შემოვიდეს და წაიკითხოს ეწყინება”, მაგრამ წაიკითხოს, მკიდია! ეწყინოს თუ უნდა, აღარ მაინტერესებს უკვე. და საერთოდ რატომ ვწერ ამ ადამიანზე ეგეც არ ვიცი. იდიოტი და დებილი რომ ვარ ალბათ ამიტომ. შეიძლება ნოსტალგიაცაა. შარშან ამ დროს ხომ ის ჩემთვის ძმასავით იყო. მაგრამ არა, შარშან ამ დროს მგონი უკვე ირეოდა ყველაფერი. ხო, და იცით რატომ? თურმე “ზედმეტი ყურადღებით მოვაბეზრე თავი”. ხოდა იყოს მასე. კაი ხანია უკვე პირობა დავუდე საკუთარ თავს, რომ არაფრის გამო არ მივწერო პირველმა. ხოდა ამ პირობას მშვენივრად ვასრულებ. ყოველ დღე ვუყურებ როგორ ინთება სკაიპში მწვანე “პწიჩკა”, მაგრამ შარშანდელივით გაღიმებული სახის ნაცვლად ამ “პწიჩკას” სრულიად გულგრილად ვუყურებ. მიხარია რომ ყველაფერი დამთავრდა თავის დროზე და კიდევ არ გავაგრძელეთ ეს “მეგობრობა”. უფრო ღრმად რომ შეგვეტოპა გამიჭირდებოდა “ასეთი კარგი მეგობრის” დაკარგვა. ნაწერს თვალს ვავლებ და მეღიმება. ისე ვწერ თითქოს შეყვარებულზე ვლაპარაკობდე, მაგრამ არა, იმ ადამიანზე ვწერ რომელიც არ არსებობს. ქუჩაში რომ მხვდება როგორც ყოფილი კლასელი, უბრალო გადაკოცვნით და მოკითხვით შემოვიფარგლებით ხოლმე. ძალიან შეცვლილია. როდესაც მხვდება და ვუყურებ, ვხვდები რომ არ ვიცნობ. და ის ადამიანი რომელსაც ძმად მივიჩნევდი მგონი არც არასდროს არსებულა. მე შევქმენი მისგან იდეალი. რატომ ვწერ ამაზე? არ ვიცი. უბრალოდ თითები თავისით პოულობენ კლავიატურაზე შესაბამის სიტყვებს და იწერება. სადღაც ორი-სამი კვირის უკან ჩემს ოთახში საწოლზე ვიწექი, აივნის კარი ღია იყო და ქარი ფარდას აფრიალებდა. სწორედ ამ ქარმა მომიტანა სურნელი, რომელმაც წარსული გამახსენა. სუნამოს სურნელი, რომელიც აივნის კართან მდგარ პარფიუმერიის მაგიდასთან მიდევს იყო ის, რამაც გამახსენა წარსული. წარსულის სურნელი… სულაც არაა ქალის სუნამო, მამაკაცის “ბულგარი აქუა”-ა, რომლის სურნელიც მიყვარს არანორმალურად. ამ “არარსებული” ადამინსგან შემიყვარდა ეს სურნელი და დღემდე მიყვარს. ეს სუნამოც მან მაჩუქა, რადგან ტვინი შევუჭამე პატარა ფლაკონში გადამისხითქო. ხოდა ადგა და მაჩუქა. მამუცი ისხამს ხოლმე და ნერვები მეშლება, არ ვხარჯავ და მინდა რომ შევინახო. როგორც წარსულის მოგონება… კიდევ ერთხელ ვკითხულობ ნაწერს და როდესაც ვხვდები, რომ წარსულის გახსენებისას უკვე აღარაფერს ვგრძნობ მიხარია! მიხარია რომ საკუთარ თავს ვაჯობე და დავარწმუნე, რომ არავინ არ უნდა გააღმერთო. მიხარია რომ საკუთარ თავს აღარ ვიდანაშაულებ მის დაკარგვაში. მე არ დამიკარგავს ის. ვერასდროს დაკარგავ იმას, რასაც/ვისაც არ უარსებია. ხოდა ასე, უბრალოდ გაქრა. მაგრამ მე მაინც მადლობელი ვარ მისი თითოეული წუთისთვის, რადგან მაშინ ვგრძნობდი, რომ მყავდა ძმა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მახსოვს ერთხელ მკითხა, შვილი რომ გეყოლება რას დაარქმევო? არ ვიცი ეს კითხვა რატომ დამამახსოვრდა, ალბათ იმიტომ რომ უპასუხოდ დავტოვე. მაგრამ ახლა ვუფიქრდები და ვხვდები რომ მაქვს პასუხი. ის მასთან არაფერ შუაშია და არც ამ ამბავთან არ აქვს არანაირი კავშირი. უბრალოდ უკვე ვიცი რომ ჩემს  შვილს სანდროს დავარქმევ(თუ რა თქმა უნდა მამამისს არ ერქვა 😀  ). ხოდა თუ შენ შემოხვალ ჩემს ბლოგზე, რაშიც 99%-ით მეპარება ეჭვი, გაიგებ რომ ერთადერთი კითხვა, რომელზეც ვერ გიპასუხე უკვე პასუხგაცემულია. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა კითხვებსაც გაეცემა პასუხი, მაგრამ ამასთან შენ უკვე არანაირი კავშირში აღარ იქნები.
ჩანაფიქრის მიხედვით პოსტი იმაზე უნდა დამეწერა, თუ რა ხდებოდა იმ დროის განმავლობაში, როდესაც დაკარგული ვიყავი. უნდა მეთქვა, რომ 2012წლის 26აპრილს, ჟურნალ “გზაში” დაიბეჭდა ჩემი ჩანახატი “სიზმარი”, რომელიც თქვენ ჩემს ბლოგზეც იხილეთ. უნდა დამეწერა ისიც, რომ  ამა წლის 11ივნისს ავიღე ჩემი პირველი ჰონორარი ამ ჩანახატისთვის, რომელიც შეადგენდა 21ლარს. ისიც უნდა მეთქვა, რომ უკვე კარგა ხანია თმის ერთ ხოლს წითლად ვიღებავ. მაგრამ არაა აუცილებელი ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ თუ მაინც მომინდება იმაზე დაწერა თუ რას ვგრძნობდი მაშინ, როდესაც ჟურნალის ფურცლებზე ჩემს ჩანახატს ვკითხულობდი, თითებს არ გაუჭირდებათ შესაბამისი ასოების პოვნა კლავიატურაზე და ახალი პოსტის შექმნა.

თქვენი ვამპირესა დაბრუნდა, არ ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ მთავარია დაბრუნდა და თქვენს წინ ამოთქვა ის საქთქმელი, რაც წარსულის სურნელმა მოუტანა…

Advertisements

8 Comments

Filed under პირადი

8 responses to “წარსულის სურნელი…

  1. როგორ მომეწონა ♥ მიხარია რო დაბრუნდი გსტუმრობდი ხოლმე და ახალ პოსტს რომ ვერ ვკითხულობდი ნერვები მეშლებოდა:დ

  2. რა დამპალია ეს ცხოვრება,მაგრამ რაც მთავარია ახლა ხო გყავს ძმები,გოგო ძმები რა არ შეიძლება? 😀
    მიყვარს შენი ფოსტები ძალიან!

  3. TaMo

    nat ratomgac sul cremliani tvalebit vkitxulobdi shens nawers:XXX albat imitom, rom chemtvis ucxo araa es grdznoba. me ki dgemde vadanashauleb sakutar tavs mis(an mat) dakargvashi, arada gulis sigrmeshi vici rom araa ase, magram mainc…))

  4. თითოეული სიტყვა შევიგრძენი და შევისრუტე ♥
    მეცნობა სიტუაცია და …
    ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ შენც ჩემსავით საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობ იმაში,რაც შეუძლებელია…
    ულევ სიყვარულს და სიხარულს გისურვებ! ♥

  5. ჯეკ ბეღურა

    პატივს გცემ,ნატუკა და მიყვარს შენს მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა, იმიტომ რომ გრძნობითაა დაწერილი და რაღაც საოცრად გულწრფელად. ❤

  6. სად დაიკარგე? :3
    ასე უნდა ?!
    არ არის ეს სწორი საქციელი ძმაო! 🙂
    გამოჩნდი ,იცოდე! ❤ ❤ :დ

    • მარიმგა ❤ აი ზუსტად ახლა გავხსენი ჩემი ბლოგი და თვალები გამიფართოვდა სტატისკი ნულზე რომ არ დამხვდა :))) როგორ მომენატრეთ რომ იცოდეთ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s