დავბრუნდი (?)

ადრე, წლების წინათ, დაახლოებით მაშინ, როდესაც 7-8 წლის ვიყავი, ვაწარმოებიდ დღიურს, ისევე როგორც ახლა. მაგრამ მხოლოდ ერთი განსხვავებით. დღიურს რომ გადავხედე, ყველა ნაწერი ერთმანეთს ჰგავს: “გავიღვიძე, სკოლაში წავედი, ოხ როგორ არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, მაგრამ სხვა რა გზაა, სკოლას ხომ არ გავაცდენ?!” და სულელური, ბავშვური აზრები. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც დღიურს თვეობითაც კი ვივიწყებდი და ასეთ შემთხვევებში მომდევნო ნაწერი იწყებოდა სიტყვებით: “ძვირფასო დღიურო, ძალიან გთხოვ, მაპატიე რომ ასე დაგივიწყე. ჩემი ბრალი არ არის, ბევრი სამეცადინო მქონდა და ბლა ბლა ბლა…”

ახლა ზუსტად ის შეგრძნება დამეუფლა, როგორიც მაშინ მეუფლებოდა, როდესაც სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დღიურს ბოდიშებ ვუხდიდი და ვპირდებოდი, რომ ყოველ დღე დავწერდი.

რაღაც ვერ აგვეწყო საქმეები კარგად მე და ბლოგ სფეროს. სიამოვნებას მანიჭებს სხვისი ბლოგების კითხვა, რამდენიმე ამოჩემებულიც მყავს, მაგრამ როგორც საუკუნის წინათ დაწერილ პოსტში აღვნიშნე, კომენტარების დაწერას ვერიდები.

უკვე რამდენიმე დღეა ერთი აზრი ამეკვიატა. დღესაც სწორედ იმის გამო შემოვედი აქ, რომ სტატისტიკა მენახა და… მოკლედ, არ გვინდა მიზეზები, ბლა ბლა ბლა, სენტიმენტები და ასე შემდეგ.

ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ შემოსულს მარიმგას კომენტარი დამხვდა და მივხვდი, რომ ღირს ჩემი იდეა თქვენც გაგანდოთ.

ალბათ შემორჩენილ რამდენიმე ადამიანს გახსოვთ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გავიმეორებ, რომ უკვე სამი წელია ვწერ რომანებს. თავიდან არც თუ ისე სერიოზულად დაწყებული საქმე, ნელ-ნელა ჰობიდან უფრო სხვა რამეში გადაიზარდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი ამას რა დავარქვა, სიყვარული, ვალდებულება მკითხველების წინაშე თუ რაიმე ახალი სიტყვა, მაგრამ… ფაქტია რომ წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი და შედეგებიც სახეზეა. რამდენიმე დღის წინ გაიმართა “შენი წიგნის” პრეზენტაცია. ამ წიგნში შესულია ჩემი ორი მცირე ზომის მოთხრობა. პირადად ჩემი მოთხრობების გამოცემასაც ვაპირებდი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, გამომცემლობაში ძალიან მოეწონათ, უკვე წიგნის ყდაზეც კი დავიწყეთ მუშაობა და უცბად, ჰოპ! 100გვერდიან წიგნს, 1000ლარი სჭირდებოდა. და ეს საქმე ჩაიფუშა.

ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ რატომაც არა? რატომ არ ღირს ჩემი ნაწერები ვირტუალური სამყაროს დახმარებით გაგაცნოთ? თუ რა თქმა უნდა თქვენ წამომყვებით და დაინტერესდებით, მე საკმაოდ ბევრი მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი. მოუთმენლად ველოდები თქვენს აზრს. ვნახოთ რა იქნება, იქნებ ახალ ბლოგზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს, “ჩემს ლიტერატურულ სამყაროში”…

Advertisements

3 Comments

Filed under პირადი, ჩემი ნაწერები

3 responses to “დავბრუნდი (?)

  1. ძალიან მიხარია შენი წარმატებები …გული არ გაიტეხო სადმე რამე თუ არ გამოგივიდა. არ დანებდე და ყველაფერი კარგად იქნება!
    აუცილებლად,აუცილებლად! მე მომწონს შენი იდეა და ძალიან მინდა,რომ უახლოეს დღეებში შენი ბლოგი ახალი პოსტებით გამოცოცხლდეს ❤

  2. პირველად ვარ აქ.ამიტომაც კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენთან.მეც მაქვს რაღაცრარაცეები ნოველები,რომანები,ჩანახატები და იგივე პრობლემა მაწუხებს მეც 🙂

    • მართლა? რა კარგია რომ წერ… მოხარული ვიქნები თუ შენი შემოქმედების წაკითხვის საშუალება მექნება :))
      კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემთან, იმედია კიდევ შემომივლი ხოლმე :*?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s