ნანატრი პასუხი ♥

ბავშვებო, ეხლა სულ უაზრდ ვწერ მაგრამ ჩემი სიხარული რომ არ გაგიზიაროთ არ შემიძლია! ჟურნალ “გზის” მეილზე გაგზავნილი მქონდა ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის რამდენიმე თავი და დღეს მომივიდა პასუხი :
gamarjoba, naTia!
gavecani Tqvens naSroms da SemiZlia giTxraT, rom wera SegiZliaT. bunebrivia, mTel nawarmoebze am sami TaviT warmodgenis Semqna SeuZLebelia, amitom gamoqveynebis Taobaze pasuxs ver gagcemT. Tu survili geqnebaT, mobrZandiT CvenTan da gavisaubroT, gagviziareT Tqveni gegmebi; mere ufro gamoCndeba, ra gzas davadgeT. paraskevs an SabatS Seizleba SevxvdeT. oRond winaswar damirekeT: 2388444 an 2387444 + 124 (damatebiTi, roca avtomopasuxe CaerTveba).
pativiscemiT,
zura abashidze
აი ეეს ♥
მთელი სამი კვირა ველოდე პასუხს, გუშინ დავრეკე რედაქციაში და მითხრეს შეგეხმიანებითო და აი დღეეს, არც ვაპირებდი მაილის შემოწმებას, იმედიც აღარ მქონდა და რო შევედი და +1 დავინახე და მერე “წერილი რედაქციიდან” რო ეწერა როგორ წავიკითხე აღარ მახსოვს. ახლა ისე ვყვები თითქოს აი ეგაა და მსოფლიო ბესტსელერი გახდა უკვე ჩემი ნაწერი, მარა ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა რი ცუდად გავხდი ♥
დავურეკე რომ დროზე შევთანხმებულიყავით და ხვალ დამიბარეს ხუთისთვის. მამიკო შემპირდა წაგიყვანო, თუ განთავისუფლდება ანიც წამომყვება. ერთი სული მაქვს როდის გათენდება ხვალინდელი დღე. წარმატებები მისურვეეთ რაა ♥♥♥♥ ხვალ გაგაგებინებთ პასუხს აუცილებლად♥

11 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი, ჩემი ნაწერები

დიეტა ♥

სულ ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ, ყოველთვის მინდა რაღაც ახალი გავაკეთო, შევქმნა ან ახალი გავიგო, მოვიძიო მეტი ინფორმაცია, ყველასა და ყველაფერზე, საერთოდ იმ სამყაროზე რომელშიც ვცხოვრობთ. გადატვირთული რეჟიმის გამო ამას რამდენად ვახერხებ ჩემი ბლოგის სტატისტიკასაც ეტყობა და იმასაც თუ რა “ხშირად” ვდებ პოსტებს. ჩემი მითხობის დაწერასაც ვახერხებ ხშირად. ჩემი ყოვეკლდღიური გრაფიკი ასეთი სახისაა:
1.ვაი-ვაგლახით გაღვიძება და ტელეზე საათის შემოწმება.
2.აღმოჩენა, რომ კიდევ ათი წუთი დამრჩა და ძილის გაგრძელება.
3.დედაჩემისი თავიდან მშვიდი და შემდეგ უკვე რამოდენიმე ტონით ამაღლებული ხმა: ნათი გაგვიანდება დეე.
4. აღმოჩენა რომ სულ რაღაც ოც წუთში სკოლაში უნდა ვიყო და შესაბამისად საწოლიდან ვამპირის სისწრაფით გადმოფრენა და გამზადება.
5.სამშაბათის გარდა ყოველ დღე პირველ გაკვეთილზე ნახევრად მძინე სახით ყოფნა(სამშაბათს პირველი მათემატიკა მაქვს) და გაკვეთილის წარმართვის მიხედვით გამოფხიზლება. Continue reading

6 Comments

Filed under პირადი

შეპყრობილი ♥

რამდენი ხანია აღარ დამიპოსტავს. არ მოვყვები იმ მიზეზების ახსნას რის გამოც ვერ ვპოსტავდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ ♥
ჩემი მცირერიცხოვანი პოსტების ისტორიას გადავხედე და ერთი საინტერესო და უცნაური დეტალი აღმოვაჩინე, ნუ უცნაური ჩემთვის. სულ 18 პოსტი მაქვს დაწერილი, ზოგი სისულელე, ზოგიც ძალიან სისულელე, მხოლოდ რამოდენიმე მომწონს ♥ მაგრამ უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ პოსტში არ მაქვს ნახსენები ჩემი შემპყრობელი და დამატყვევებელი the twilight saga. დიახ, დიახ, მე მისით შეპყრობილი ვარ ♥ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს, მაგრამ არა საკუთარ თავზე მეტად =) ჩემი და “ბინდის საგის” გაცნობის ისტორიას კი ახლავე მოგიყვებით ♥ Continue reading

3 Comments

Filed under განხილვა

უინტერნეტობა

ბავშვებო, სასწრაფოდ უნდა დავწერო ეს პოსტი და გავიქცე. კვირაზე მეტი იქნება ინტერნეტი თვალითაც არ მინახავს და საშინელ მდგომარეობაში ვარ. ეხლაც ნათესავთან ვარ და კატასტროფულად მაგარ და რიხინა კლავიატურაზე საცოდავად ვწერ =D იმდენ ამბავი დამიგროვდა, იმდენიიი, რომ როცა ცივილიზაცია დამიბრუნდები კარგად მოვკალათდები და ყველაფერს მოგიყვებით. ძალიან მენატრებით და მიყვარხართ, თქვენი ვამპირესა  ❤

2 Comments

Filed under პირადი

თოჯინები ♥

ჩემი აზრით ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია. ჩვენ ყველანი ვიცდით, ზოგს დიდხანს უწევს მოცდა, ზოგი მალევე მიდის და სწორად იქ შესვლისას გადაწყდება ყველაფერი. ოთახის შუაში დგახარ და არ იცი რომელი კარი გაიღება შენთვის, რომელ კარში მოგიწევს სამუდამოდ შესვლა. ჩემი აზრით სწორედ კარში შესვლის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება, ეს, მიწიერი ცხოვრება კი როგორც უკვე ვთქვი მოსაცდელი დარბაზია, უბრალოდ გამოცდა. Continue reading

7 Comments

Filed under პირადი

რატომ გავხდი ბლოგერი

ბავშვებო, მინდა ახალი თეგ-თამაში წამოვიწყო და იმედი მაქვს ამყვებით :* სახელი კი ასეთი ექნება: რატომ გავხდი ბლოგერი. ძალიან მაინტერესებს თუ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბლოგი შეგექმნათ. მანამდე კი, მოდით მე დავიწყებ.
ბლოგის შექმნის იდეა დიდი ხანი მიტრიალებდა თავში, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რახანც ინგლისური არ ვიცოდი, ვერაფერს გავხდებდი. მაგრამ აღარ მოვისვენე, ვიწრიალე, ვიწრუწუნე და თავიდან წვალებით და ჯახირ-ჯახირით გავაკეთე ბლოგი blogspot.com-ზე. მერე რაღაც პრობლემები შემექმნა, ვერ გავიგე რა და როგორ ხდებოდა, დიზაინი არ მომწონდა და მოკლედ ცუდად ვიყავი განწყობილი მის მიმართ 🙂 და გამოჩნდა შემდეგ ერთი კეთილი ადამიანი (=D იმდენი მაგას რა ვუთხარი) answers.ge-ზე და მირჩია wordpress.com სცადეო. Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under თეგ-თამაშები

მოგზაურობა ზაფხულში და ცვლილებები ბლოგზე

გამარჯობათ, როგორ ხართ? გმადლობთ, მეც კარგად =)  ახლა რატომ შემოგეჭერით და დაგირღვიეთ მყუდროება. სულ პატარა საქმე მაქვს თქვენთან და მალევე წავალ, არ შეგაწუხებთ  =*
ესე იგი, რა მინდოდა მეთქვა.  ჩამოვედი თუ არა ვეცი კომპიუტერს თვენახევრის მონატრებული და იმხელა პოსტი დავწერე რომ ვნახე გული გამისკდა, მაგრამ სურათები მოისუსტებდა. ახლა კი თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩემი fb-ს გვერდზე ნახოთ, თუ როგორ გავატარე ზაფხული  =)
და კიდევ, როგორც ხედავთ შევცვალე დიზაინი. ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ჩემმა ბლოგმა ასეთი სახე მიიღო. ასევე დავამატე რამოდენიმე სიმღერა. იმედია მოგეწონებათ. საუკეთესო სურვილებით თქვენი ვამპირესა ♥

დატოვე კომენტარი

Filed under პირადი