Tag Archives: ანი

და-ვი-ღა-ლე!

დავიღალე, თავს ცუდად ვგრძნობ, აღარ შემიძლია. ინტერნეტი მომენატრა, კომპიუტერი მომენატრა, წერა მომენატრა, ცუდად ვარ! ორი კვირაა დღე-ღამეში ოთხს საათზე მეტი ვეღარ მძინავს. ყოველთვის ღამურა ვიყავი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. დილის ძილი მომენატრა, მომენატრა რომ მეკითხებიან: ” ვაიმე ამ დრომდე როგორ გეძინა გოგო?”  ვერ ვიტანდი ამ კითხვას, მაგრამ ახლა მომენატრა. ორ კვირაზე მეტია ხელში შემიკლეს! შეიძლება ყველა საგანში ადამიანმა საკონფერენციო თემა დაამუშაოს? შეიძლება! არა! იმიტომ რომ საკონფერენციო თემებისთვის ორი კვირაა არაა საკმარისი, მითუმეტეს შვიდი თემისთვის. ორი უკვე დავიცავი, სამშაბათს სამი თემის დაცვა მაქვს ერთდროულად, იქით სამშაბათს, მერე პირველ მარტსაც და მოვრჩები. სულ ცოტა ხნით მაინც დავისვენებ და მერე საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება უკვე, საატესტატო გამოცდები და ა.შ. ბლოგი მომენატრა, რომ შემოვდივარ და სტატისტიკა ნულზე არ მხვდება, ეს ძალიან მახარებს. წერა მინდა, მარტო აქ კი არა, ჩემ ნაწერებსაც ვეღარ ვაგრძელებ. Continue reading

Advertisements

3 Comments

Filed under პირადი

Happy 15th Birthday ♥

და აი, როგორც იქნა მე 15წლის გავხდი! მას შემდეგ უკვე ხუთი დღე გავიდა, მე კი პოსტის დაწერას ვერ მოვაბი თავი. წელს ოქროს დაბადების დღე მქონდა, 15იანვარს გავხდი 15ის. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ თარიღისთვის, ძალიააან დიდი ხანი! შარშან დაბადების დღე ვერ გადავიხადე, რადგან მამიდა დამეღუპა, წელს კი მინდოდა რომ ეს დღე ისე ამეღნიშნა, როგორც მინდოდა. შარშან საკუთარ დაბადების დღეს რომ წარმოვიდგენდი, თვალწინ წარმომიდგებოდა უამრავი ფერად-ფერადი ბუშტი, მოსაწვევები, მუსიკა, მოკლედ რაღაც ძალიან გრანდიოზული. ზაფხულში ამაზე რომ ვფიქრობდი, საერთოდ არ მინდოდა გადახდა, აი შემდეგ კი. ნუ რეებს ვდებილობ ეხლა ! მოდით პირდაპირ კალენდარს ხუთი დღით უკან გადავფურცლავ. Continue reading

4 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი

happy 2012 year!

ცოტა კი არა კარგად დამიგვიანდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ახლა არ დავიწყებ მიზეზების განხილვას და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ 2012წელს და გისურვებთ ულევ სიხარულსა და ბედნიერებას. ეს წელი ყოფილიყოს ყოველივე კარგის მომტანი და თქვენი სურვილების ამსრულებელი.
ახლა კი მოდით პირდაპირ იმაზე გადავალ, თუ რისი გაკეთებაც მინდა 2012-ში. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ბედნიერი