Tag Archives: მოთხრობა

დავბრუნდი (?)

ადრე, წლების წინათ, დაახლოებით მაშინ, როდესაც 7-8 წლის ვიყავი, ვაწარმოებიდ დღიურს, ისევე როგორც ახლა. მაგრამ მხოლოდ ერთი განსხვავებით. დღიურს რომ გადავხედე, ყველა ნაწერი ერთმანეთს ჰგავს: “გავიღვიძე, სკოლაში წავედი, ოხ როგორ არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, მაგრამ სხვა რა გზაა, სკოლას ხომ არ გავაცდენ?!” და სულელური, ბავშვური აზრები. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც დღიურს თვეობითაც კი ვივიწყებდი და ასეთ შემთხვევებში მომდევნო ნაწერი იწყებოდა სიტყვებით: “ძვირფასო დღიურო, ძალიან გთხოვ, მაპატიე რომ ასე დაგივიწყე. ჩემი ბრალი არ არის, ბევრი სამეცადინო მქონდა და ბლა ბლა ბლა…”

ახლა ზუსტად ის შეგრძნება დამეუფლა, როგორიც მაშინ მეუფლებოდა, როდესაც სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დღიურს ბოდიშებ ვუხდიდი და ვპირდებოდი, რომ ყოველ დღე დავწერდი.

რაღაც ვერ აგვეწყო საქმეები კარგად მე და ბლოგ სფეროს. სიამოვნებას მანიჭებს სხვისი ბლოგების კითხვა, რამდენიმე ამოჩემებულიც მყავს, მაგრამ როგორც საუკუნის წინათ დაწერილ პოსტში აღვნიშნე, კომენტარების დაწერას ვერიდები.

უკვე რამდენიმე დღეა ერთი აზრი ამეკვიატა. დღესაც სწორედ იმის გამო შემოვედი აქ, რომ სტატისტიკა მენახა და… მოკლედ, არ გვინდა მიზეზები, ბლა ბლა ბლა, სენტიმენტები და ასე შემდეგ.

ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ შემოსულს მარიმგას კომენტარი დამხვდა და მივხვდი, რომ ღირს ჩემი იდეა თქვენც გაგანდოთ.

ალბათ შემორჩენილ რამდენიმე ადამიანს გახსოვთ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გავიმეორებ, რომ უკვე სამი წელია ვწერ რომანებს. თავიდან არც თუ ისე სერიოზულად დაწყებული საქმე, ნელ-ნელა ჰობიდან უფრო სხვა რამეში გადაიზარდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი ამას რა დავარქვა, სიყვარული, ვალდებულება მკითხველების წინაშე თუ რაიმე ახალი სიტყვა, მაგრამ… ფაქტია რომ წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი და შედეგებიც სახეზეა. რამდენიმე დღის წინ გაიმართა “შენი წიგნის” პრეზენტაცია. ამ წიგნში შესულია ჩემი ორი მცირე ზომის მოთხრობა. პირადად ჩემი მოთხრობების გამოცემასაც ვაპირებდი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, გამომცემლობაში ძალიან მოეწონათ, უკვე წიგნის ყდაზეც კი დავიწყეთ მუშაობა და უცბად, ჰოპ! 100გვერდიან წიგნს, 1000ლარი სჭირდებოდა. და ეს საქმე ჩაიფუშა.

ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ რატომაც არა? რატომ არ ღირს ჩემი ნაწერები ვირტუალური სამყაროს დახმარებით გაგაცნოთ? თუ რა თქმა უნდა თქვენ წამომყვებით და დაინტერესდებით, მე საკმაოდ ბევრი მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი. მოუთმენლად ველოდები თქვენს აზრს. ვნახოთ რა იქნება, იქნებ ახალ ბლოგზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს, “ჩემს ლიტერატურულ სამყაროში”…

Advertisements

3 Comments

Filed under პირადი, ჩემი ნაწერები

და-ვი-ღა-ლე!

დავიღალე, თავს ცუდად ვგრძნობ, აღარ შემიძლია. ინტერნეტი მომენატრა, კომპიუტერი მომენატრა, წერა მომენატრა, ცუდად ვარ! ორი კვირაა დღე-ღამეში ოთხს საათზე მეტი ვეღარ მძინავს. ყოველთვის ღამურა ვიყავი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. დილის ძილი მომენატრა, მომენატრა რომ მეკითხებიან: ” ვაიმე ამ დრომდე როგორ გეძინა გოგო?”  ვერ ვიტანდი ამ კითხვას, მაგრამ ახლა მომენატრა. ორ კვირაზე მეტია ხელში შემიკლეს! შეიძლება ყველა საგანში ადამიანმა საკონფერენციო თემა დაამუშაოს? შეიძლება! არა! იმიტომ რომ საკონფერენციო თემებისთვის ორი კვირაა არაა საკმარისი, მითუმეტეს შვიდი თემისთვის. ორი უკვე დავიცავი, სამშაბათს სამი თემის დაცვა მაქვს ერთდროულად, იქით სამშაბათს, მერე პირველ მარტსაც და მოვრჩები. სულ ცოტა ხნით მაინც დავისვენებ და მერე საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება უკვე, საატესტატო გამოცდები და ა.შ. ბლოგი მომენატრა, რომ შემოვდივარ და სტატისტიკა ნულზე არ მხვდება, ეს ძალიან მახარებს. წერა მინდა, მარტო აქ კი არა, ჩემ ნაწერებსაც ვეღარ ვაგრძელებ. Continue reading

3 Comments

Filed under პირადი

life, love, meaning….

ეხლა ბავშვებო რისი თქმა მინდოდა თქვენთვის. ბლოგის სტატისტიკაზე ვნახე რომ უკვე ძალიან ბევრი თუ არა, ბევრი სტუმარი მყოლია  🙂  არ ვიცი ვის რამდენად მოეწონა და ვინ გადაწყვიტა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი ყოფილიყო, მაგრამ ვინც ეს გადაწყვიტეთ, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
მე ჯერ კიდევ დამწყები ვარ ამ სფეროში და ასე რომ მკაცრად ნუ განმსჯით. ძალიან მიყვარს ხელოვნება, ის ჩემთვის ყველაფერია. მაგალითად როდესაც გაკვეთილზე ბავშვები უაზროდ ხმაურობენ და არც მასწავლებელი იწუხებს თავს მათი დაწყნარებით, თავისუფლად შემიძლია ჩემს მუზას გასაქანი მივცე და დავხატო. ან თუნდაც პატარა ჩანახატი გავაკეთო, რომ შემდეგ ბლოგზე გადმოვწერო. ეს ყველაფერი თითქოს მამშვიდებს და დაძაბულობასაც მიხსნის. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რაღაც მშველის: წერა! Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under პირადი, ხელოვნება