Tag Archives: ყავა

დიეტა ♥

სულ ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ, ყოველთვის მინდა რაღაც ახალი გავაკეთო, შევქმნა ან ახალი გავიგო, მოვიძიო მეტი ინფორმაცია, ყველასა და ყველაფერზე, საერთოდ იმ სამყაროზე რომელშიც ვცხოვრობთ. გადატვირთული რეჟიმის გამო ამას რამდენად ვახერხებ ჩემი ბლოგის სტატისტიკასაც ეტყობა და იმასაც თუ რა “ხშირად” ვდებ პოსტებს. ჩემი მითხობის დაწერასაც ვახერხებ ხშირად. ჩემი ყოვეკლდღიური გრაფიკი ასეთი სახისაა:
1.ვაი-ვაგლახით გაღვიძება და ტელეზე საათის შემოწმება.
2.აღმოჩენა, რომ კიდევ ათი წუთი დამრჩა და ძილის გაგრძელება.
3.დედაჩემისი თავიდან მშვიდი და შემდეგ უკვე რამოდენიმე ტონით ამაღლებული ხმა: ნათი გაგვიანდება დეე.
4. აღმოჩენა რომ სულ რაღაც ოც წუთში სკოლაში უნდა ვიყო და შესაბამისად საწოლიდან ვამპირის სისწრაფით გადმოფრენა და გამზადება.
5.სამშაბათის გარდა ყოველ დღე პირველ გაკვეთილზე ნახევრად მძინე სახით ყოფნა(სამშაბათს პირველი მათემატიკა მაქვს) და გაკვეთილის წარმართვის მიხედვით გამოფხიზლება. Continue reading

Advertisements

6 Comments

Filed under პირადი