Tag Archives: ჩემი ნაწერები

დავბრუნდი (?)

ადრე, წლების წინათ, დაახლოებით მაშინ, როდესაც 7-8 წლის ვიყავი, ვაწარმოებიდ დღიურს, ისევე როგორც ახლა. მაგრამ მხოლოდ ერთი განსხვავებით. დღიურს რომ გადავხედე, ყველა ნაწერი ერთმანეთს ჰგავს: “გავიღვიძე, სკოლაში წავედი, ოხ როგორ არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, მაგრამ სხვა რა გზაა, სკოლას ხომ არ გავაცდენ?!” და სულელური, ბავშვური აზრები. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც დღიურს თვეობითაც კი ვივიწყებდი და ასეთ შემთხვევებში მომდევნო ნაწერი იწყებოდა სიტყვებით: “ძვირფასო დღიურო, ძალიან გთხოვ, მაპატიე რომ ასე დაგივიწყე. ჩემი ბრალი არ არის, ბევრი სამეცადინო მქონდა და ბლა ბლა ბლა…”

ახლა ზუსტად ის შეგრძნება დამეუფლა, როგორიც მაშინ მეუფლებოდა, როდესაც სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დღიურს ბოდიშებ ვუხდიდი და ვპირდებოდი, რომ ყოველ დღე დავწერდი.

რაღაც ვერ აგვეწყო საქმეები კარგად მე და ბლოგ სფეროს. სიამოვნებას მანიჭებს სხვისი ბლოგების კითხვა, რამდენიმე ამოჩემებულიც მყავს, მაგრამ როგორც საუკუნის წინათ დაწერილ პოსტში აღვნიშნე, კომენტარების დაწერას ვერიდები.

უკვე რამდენიმე დღეა ერთი აზრი ამეკვიატა. დღესაც სწორედ იმის გამო შემოვედი აქ, რომ სტატისტიკა მენახა და… მოკლედ, არ გვინდა მიზეზები, ბლა ბლა ბლა, სენტიმენტები და ასე შემდეგ.

ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ შემოსულს მარიმგას კომენტარი დამხვდა და მივხვდი, რომ ღირს ჩემი იდეა თქვენც გაგანდოთ.

ალბათ შემორჩენილ რამდენიმე ადამიანს გახსოვთ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გავიმეორებ, რომ უკვე სამი წელია ვწერ რომანებს. თავიდან არც თუ ისე სერიოზულად დაწყებული საქმე, ნელ-ნელა ჰობიდან უფრო სხვა რამეში გადაიზარდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი ამას რა დავარქვა, სიყვარული, ვალდებულება მკითხველების წინაშე თუ რაიმე ახალი სიტყვა, მაგრამ… ფაქტია რომ წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი და შედეგებიც სახეზეა. რამდენიმე დღის წინ გაიმართა “შენი წიგნის” პრეზენტაცია. ამ წიგნში შესულია ჩემი ორი მცირე ზომის მოთხრობა. პირადად ჩემი მოთხრობების გამოცემასაც ვაპირებდი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, გამომცემლობაში ძალიან მოეწონათ, უკვე წიგნის ყდაზეც კი დავიწყეთ მუშაობა და უცბად, ჰოპ! 100გვერდიან წიგნს, 1000ლარი სჭირდებოდა. და ეს საქმე ჩაიფუშა.

ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ რატომაც არა? რატომ არ ღირს ჩემი ნაწერები ვირტუალური სამყაროს დახმარებით გაგაცნოთ? თუ რა თქმა უნდა თქვენ წამომყვებით და დაინტერესდებით, მე საკმაოდ ბევრი მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი. მოუთმენლად ველოდები თქვენს აზრს. ვნახოთ რა იქნება, იქნებ ახალ ბლოგზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს, “ჩემს ლიტერატურულ სამყაროში”…

Advertisements

3 Comments

Filed under პირადი, ჩემი ნაწერები

სიზმარი ♥

დრო გადის, ტექნიკა ვითარდება და ჰოლივუდი სხვადასხვა სასწაულებს გვჩუქნის. დღევანდელ ფილმებს თუ გადავხედავთ, მარტივად შევამჩნევთ რომ მათში ჭარბობენ არარეალური არსებები, ფაქტები. მონსტრები, კაციჭამიები, ზომბები თუ ვამპირები. მოდით ამ უკანასკნელზე ცოტა ხნით შევჩერდეთ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი ფილმი თუ ტელესერიალი გადაიღეს ვამპირებზე, დაიწერა წიგნებიც, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილია „ბინდისი საგა“ და „ვამპირის დღიურები“. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ მოზარდებზე. პირადად ვყოფილვარ იმის მომსწრეც, რომ თინეიჯერები ერთმანეთის მიმართ თბილ დამოკიდებულებას კბენით გამოხატავენ, ვამპირების პატივსაცემად. ამ სენით განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები არიან „დაავადებულნი“. ისინი ოცნებობენ კიდევაც იმაზე, რომ ვამპირები იყვნენ. მართალია მეც მოხიბლული ვარ „ბინდის საგით“ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მისი ფანი ვარ, მაგრამ არასდროს მიოცნებია იმაზე, რომ ვამპირი ვყოფილიყავი. მე ვაღიარებ, რომ შეპყრობილი ვარ მისით, მაგრამ არა ისე, რომ ზოგიერთის მსგავსად სისულელე ჩავიდინო. მინდა პირადი მაგალითით მიგახვედროთ იმას, რომ ფილმებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი მოზარდებზე. Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under განხილვა, პირადი, ჩემი ნაწერები

და-ვი-ღა-ლე!

დავიღალე, თავს ცუდად ვგრძნობ, აღარ შემიძლია. ინტერნეტი მომენატრა, კომპიუტერი მომენატრა, წერა მომენატრა, ცუდად ვარ! ორი კვირაა დღე-ღამეში ოთხს საათზე მეტი ვეღარ მძინავს. ყოველთვის ღამურა ვიყავი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. დილის ძილი მომენატრა, მომენატრა რომ მეკითხებიან: ” ვაიმე ამ დრომდე როგორ გეძინა გოგო?”  ვერ ვიტანდი ამ კითხვას, მაგრამ ახლა მომენატრა. ორ კვირაზე მეტია ხელში შემიკლეს! შეიძლება ყველა საგანში ადამიანმა საკონფერენციო თემა დაამუშაოს? შეიძლება! არა! იმიტომ რომ საკონფერენციო თემებისთვის ორი კვირაა არაა საკმარისი, მითუმეტეს შვიდი თემისთვის. ორი უკვე დავიცავი, სამშაბათს სამი თემის დაცვა მაქვს ერთდროულად, იქით სამშაბათს, მერე პირველ მარტსაც და მოვრჩები. სულ ცოტა ხნით მაინც დავისვენებ და მერე საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება უკვე, საატესტატო გამოცდები და ა.შ. ბლოგი მომენატრა, რომ შემოვდივარ და სტატისტიკა ნულზე არ მხვდება, ეს ძალიან მახარებს. წერა მინდა, მარტო აქ კი არა, ჩემ ნაწერებსაც ვეღარ ვაგრძელებ. Continue reading

3 Comments

Filed under პირადი

happy 2012 year!

ცოტა კი არა კარგად დამიგვიანდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ახლა არ დავიწყებ მიზეზების განხილვას და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ 2012წელს და გისურვებთ ულევ სიხარულსა და ბედნიერებას. ეს წელი ყოფილიყოს ყოველივე კარგის მომტანი და თქვენი სურვილების ამსრულებელი.
ახლა კი მოდით პირდაპირ იმაზე გადავალ, თუ რისი გაკეთებაც მინდა 2012-ში. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ბედნიერი

ნანატრი პასუხი ♥

ბავშვებო, ეხლა სულ უაზრდ ვწერ მაგრამ ჩემი სიხარული რომ არ გაგიზიაროთ არ შემიძლია! ჟურნალ “გზის” მეილზე გაგზავნილი მქონდა ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის რამდენიმე თავი და დღეს მომივიდა პასუხი :
gamarjoba, naTia!
gavecani Tqvens naSroms da SemiZlia giTxraT, rom wera SegiZliaT. bunebrivia, mTel nawarmoebze am sami TaviT warmodgenis Semqna SeuZLebelia, amitom gamoqveynebis Taobaze pasuxs ver gagcemT. Tu survili geqnebaT, mobrZandiT CvenTan da gavisaubroT, gagviziareT Tqveni gegmebi; mere ufro gamoCndeba, ra gzas davadgeT. paraskevs an SabatS Seizleba SevxvdeT. oRond winaswar damirekeT: 2388444 an 2387444 + 124 (damatebiTi, roca avtomopasuxe CaerTveba).
pativiscemiT,
zura abashidze
აი ეეს ♥
მთელი სამი კვირა ველოდე პასუხს, გუშინ დავრეკე რედაქციაში და მითხრეს შეგეხმიანებითო და აი დღეეს, არც ვაპირებდი მაილის შემოწმებას, იმედიც აღარ მქონდა და რო შევედი და +1 დავინახე და მერე “წერილი რედაქციიდან” რო ეწერა როგორ წავიკითხე აღარ მახსოვს. ახლა ისე ვყვები თითქოს აი ეგაა და მსოფლიო ბესტსელერი გახდა უკვე ჩემი ნაწერი, მარა ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა რი ცუდად გავხდი ♥
დავურეკე რომ დროზე შევთანხმებულიყავით და ხვალ დამიბარეს ხუთისთვის. მამიკო შემპირდა წაგიყვანო, თუ განთავისუფლდება ანიც წამომყვება. ერთი სული მაქვს როდის გათენდება ხვალინდელი დღე. წარმატებები მისურვეეთ რაა ♥♥♥♥ ხვალ გაგაგებინებთ პასუხს აუცილებლად♥

11 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი, ჩემი ნაწერები