Tag Archives: ცხოვრება

წარსულის სურნელი…

ბოლო პოსტის თარიღს ვუყურებ და მეცინება, 14აპრილს დავწერე, იმის შემდეგ კი ფანჯარაც არ გამიხსნია რაიმე ახლის დასაჯღაპნად. არადა როგორ მინდა. ამ ბოლო დროს რაღაც უცნაურობა მჭირს. კომენტარებსაც კი ვეღარ ვწერდი, საერთოდ გამოვეთიშე ბლოგ-სფეროს. ალბათ ეს არცაა ჩემთვის, მაგრამ მკიდია, მისწორდება და ვწერ. ბევრ ფაქტორს ვაქცევდი ყურადღებას, სიტყვებს ვაკონტროლებდი, თავში მიტრიალებდა ფრაზები “ის რომ შემოვიდეს და წაიკითხოს ეწყინება”, მაგრამ წაიკითხოს, მკიდია! ეწყინოს თუ უნდა, აღარ მაინტერესებს უკვე. და საერთოდ რატომ ვწერ ამ ადამიანზე ეგეც არ ვიცი. იდიოტი და დებილი რომ ვარ ალბათ ამიტომ. შეიძლება ნოსტალგიაცაა. შარშან ამ დროს ხომ ის ჩემთვის ძმასავით იყო. მაგრამ არა, შარშან ამ დროს მგონი უკვე ირეოდა ყველაფერი. ხო, და იცით რატომ? თურმე “ზედმეტი ყურადღებით მოვაბეზრე თავი”. ხოდა იყოს მასე. კაი ხანია უკვე პირობა დავუდე საკუთარ თავს, Continue reading

Advertisements

8 Comments

Filed under პირადი

და-ვი-ღა-ლე!

დავიღალე, თავს ცუდად ვგრძნობ, აღარ შემიძლია. ინტერნეტი მომენატრა, კომპიუტერი მომენატრა, წერა მომენატრა, ცუდად ვარ! ორი კვირაა დღე-ღამეში ოთხს საათზე მეტი ვეღარ მძინავს. ყოველთვის ღამურა ვიყავი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. დილის ძილი მომენატრა, მომენატრა რომ მეკითხებიან: ” ვაიმე ამ დრომდე როგორ გეძინა გოგო?”  ვერ ვიტანდი ამ კითხვას, მაგრამ ახლა მომენატრა. ორ კვირაზე მეტია ხელში შემიკლეს! შეიძლება ყველა საგანში ადამიანმა საკონფერენციო თემა დაამუშაოს? შეიძლება! არა! იმიტომ რომ საკონფერენციო თემებისთვის ორი კვირაა არაა საკმარისი, მითუმეტეს შვიდი თემისთვის. ორი უკვე დავიცავი, სამშაბათს სამი თემის დაცვა მაქვს ერთდროულად, იქით სამშაბათს, მერე პირველ მარტსაც და მოვრჩები. სულ ცოტა ხნით მაინც დავისვენებ და მერე საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება უკვე, საატესტატო გამოცდები და ა.შ. ბლოგი მომენატრა, რომ შემოვდივარ და სტატისტიკა ნულზე არ მხვდება, ეს ძალიან მახარებს. წერა მინდა, მარტო აქ კი არა, ჩემ ნაწერებსაც ვეღარ ვაგრძელებ. Continue reading

3 Comments

Filed under პირადი

Happy 15th Birthday ♥

და აი, როგორც იქნა მე 15წლის გავხდი! მას შემდეგ უკვე ხუთი დღე გავიდა, მე კი პოსტის დაწერას ვერ მოვაბი თავი. წელს ოქროს დაბადების დღე მქონდა, 15იანვარს გავხდი 15ის. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ თარიღისთვის, ძალიააან დიდი ხანი! შარშან დაბადების დღე ვერ გადავიხადე, რადგან მამიდა დამეღუპა, წელს კი მინდოდა რომ ეს დღე ისე ამეღნიშნა, როგორც მინდოდა. შარშან საკუთარ დაბადების დღეს რომ წარმოვიდგენდი, თვალწინ წარმომიდგებოდა უამრავი ფერად-ფერადი ბუშტი, მოსაწვევები, მუსიკა, მოკლედ რაღაც ძალიან გრანდიოზული. ზაფხულში ამაზე რომ ვფიქრობდი, საერთოდ არ მინდოდა გადახდა, აი შემდეგ კი. ნუ რეებს ვდებილობ ეხლა ! მოდით პირდაპირ კალენდარს ხუთი დღით უკან გადავფურცლავ. Continue reading

4 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი

თოჯინები ♥

ჩემი აზრით ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია. ჩვენ ყველანი ვიცდით, ზოგს დიდხანს უწევს მოცდა, ზოგი მალევე მიდის და სწორად იქ შესვლისას გადაწყდება ყველაფერი. ოთახის შუაში დგახარ და არ იცი რომელი კარი გაიღება შენთვის, რომელ კარში მოგიწევს სამუდამოდ შესვლა. ჩემი აზრით სწორედ კარში შესვლის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება, ეს, მიწიერი ცხოვრება კი როგორც უკვე ვთქვი მოსაცდელი დარბაზია, უბრალოდ გამოცდა. Continue reading

7 Comments

Filed under პირადი