Tag Archives: წარმატება

დავბრუნდი (?)

ადრე, წლების წინათ, დაახლოებით მაშინ, როდესაც 7-8 წლის ვიყავი, ვაწარმოებიდ დღიურს, ისევე როგორც ახლა. მაგრამ მხოლოდ ერთი განსხვავებით. დღიურს რომ გადავხედე, ყველა ნაწერი ერთმანეთს ჰგავს: “გავიღვიძე, სკოლაში წავედი, ოხ როგორ არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, მაგრამ სხვა რა გზაა, სკოლას ხომ არ გავაცდენ?!” და სულელური, ბავშვური აზრები. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც დღიურს თვეობითაც კი ვივიწყებდი და ასეთ შემთხვევებში მომდევნო ნაწერი იწყებოდა სიტყვებით: “ძვირფასო დღიურო, ძალიან გთხოვ, მაპატიე რომ ასე დაგივიწყე. ჩემი ბრალი არ არის, ბევრი სამეცადინო მქონდა და ბლა ბლა ბლა…”

ახლა ზუსტად ის შეგრძნება დამეუფლა, როგორიც მაშინ მეუფლებოდა, როდესაც სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დღიურს ბოდიშებ ვუხდიდი და ვპირდებოდი, რომ ყოველ დღე დავწერდი.

რაღაც ვერ აგვეწყო საქმეები კარგად მე და ბლოგ სფეროს. სიამოვნებას მანიჭებს სხვისი ბლოგების კითხვა, რამდენიმე ამოჩემებულიც მყავს, მაგრამ როგორც საუკუნის წინათ დაწერილ პოსტში აღვნიშნე, კომენტარების დაწერას ვერიდები.

უკვე რამდენიმე დღეა ერთი აზრი ამეკვიატა. დღესაც სწორედ იმის გამო შემოვედი აქ, რომ სტატისტიკა მენახა და… მოკლედ, არ გვინდა მიზეზები, ბლა ბლა ბლა, სენტიმენტები და ასე შემდეგ.

ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ შემოსულს მარიმგას კომენტარი დამხვდა და მივხვდი, რომ ღირს ჩემი იდეა თქვენც გაგანდოთ.

ალბათ შემორჩენილ რამდენიმე ადამიანს გახსოვთ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გავიმეორებ, რომ უკვე სამი წელია ვწერ რომანებს. თავიდან არც თუ ისე სერიოზულად დაწყებული საქმე, ნელ-ნელა ჰობიდან უფრო სხვა რამეში გადაიზარდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი ამას რა დავარქვა, სიყვარული, ვალდებულება მკითხველების წინაშე თუ რაიმე ახალი სიტყვა, მაგრამ… ფაქტია რომ წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი და შედეგებიც სახეზეა. რამდენიმე დღის წინ გაიმართა “შენი წიგნის” პრეზენტაცია. ამ წიგნში შესულია ჩემი ორი მცირე ზომის მოთხრობა. პირადად ჩემი მოთხრობების გამოცემასაც ვაპირებდი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, გამომცემლობაში ძალიან მოეწონათ, უკვე წიგნის ყდაზეც კი დავიწყეთ მუშაობა და უცბად, ჰოპ! 100გვერდიან წიგნს, 1000ლარი სჭირდებოდა. და ეს საქმე ჩაიფუშა.

ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ რატომაც არა? რატომ არ ღირს ჩემი ნაწერები ვირტუალური სამყაროს დახმარებით გაგაცნოთ? თუ რა თქმა უნდა თქვენ წამომყვებით და დაინტერესდებით, მე საკმაოდ ბევრი მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი. მოუთმენლად ველოდები თქვენს აზრს. ვნახოთ რა იქნება, იქნებ ახალ ბლოგზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს, “ჩემს ლიტერატურულ სამყაროში”…

3 Comments

Filed under პირადი, ჩემი ნაწერები

წარმატებული კვირა♥

მოგესალმებით ჩემო თბილებო და ტკბილებო ♥ როგორ მომენატრეთ ♥ გადატვირთულ გრაფიკს რა ვუთხარი თორემ : )) მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ეს კვირა ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთი-ორი ჩავარდნა კი იყო, მაგრამ ეგ არაფერი, ვინ არ დაუბარებიათ კლასელის ცანცარისა და გაკვეთილზე მობილურით თამაშის გამო დირექტორთან. მთელ კლასს ჩამოგვართვეს მობილურები და წლის ბოლომდე დაილუქებაო ამბობდნენ, მარა მეთქი ფეხს არ გავადგავ სკოლიდან ისეთქო და ავიყოლიე ბავშვები და ჩავაჭერით დირექტორთან. საყვარელი უარით გამოგვაბუნძულეს, მაგრამ მერე თამომ ტირილი დაიწყო, დირექტორს შევეცოდეთ, თქვე გაჭირვებულებო თქვენ რა შუაში ხართო და დაგვიბრუნა ♥ იმ დღეს დედუციც იყო სკოლაში და ჩემდა გასაკვირად თამრიკომ, მათემატიკის მასწმა, რომელმაც არ იცის სიტყვა “კარგია”, რაც არ უნდა აღაფრთოვანო, დედაჩემს უთხრა კარგი გოგოაო! მართალია ათს მიწერს, მარა შექება არ იცის საერთოდ და პირღია ვუყურებდი. მოკლედ, სკოლის ამბებმა კარგად ჩაიარა!  Continue reading

2 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი

ნანატრი პასუხი ♥

ბავშვებო, ეხლა სულ უაზრდ ვწერ მაგრამ ჩემი სიხარული რომ არ გაგიზიაროთ არ შემიძლია! ჟურნალ “გზის” მეილზე გაგზავნილი მქონდა ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის რამდენიმე თავი და დღეს მომივიდა პასუხი :
gamarjoba, naTia!
gavecani Tqvens naSroms da SemiZlia giTxraT, rom wera SegiZliaT. bunebrivia, mTel nawarmoebze am sami TaviT warmodgenis Semqna SeuZLebelia, amitom gamoqveynebis Taobaze pasuxs ver gagcemT. Tu survili geqnebaT, mobrZandiT CvenTan da gavisaubroT, gagviziareT Tqveni gegmebi; mere ufro gamoCndeba, ra gzas davadgeT. paraskevs an SabatS Seizleba SevxvdeT. oRond winaswar damirekeT: 2388444 an 2387444 + 124 (damatebiTi, roca avtomopasuxe CaerTveba).
pativiscemiT,
zura abashidze
აი ეეს ♥
მთელი სამი კვირა ველოდე პასუხს, გუშინ დავრეკე რედაქციაში და მითხრეს შეგეხმიანებითო და აი დღეეს, არც ვაპირებდი მაილის შემოწმებას, იმედიც აღარ მქონდა და რო შევედი და +1 დავინახე და მერე “წერილი რედაქციიდან” რო ეწერა როგორ წავიკითხე აღარ მახსოვს. ახლა ისე ვყვები თითქოს აი ეგაა და მსოფლიო ბესტსელერი გახდა უკვე ჩემი ნაწერი, მარა ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა რი ცუდად გავხდი ♥
დავურეკე რომ დროზე შევთანხმებულიყავით და ხვალ დამიბარეს ხუთისთვის. მამიკო შემპირდა წაგიყვანო, თუ განთავისუფლდება ანიც წამომყვება. ერთი სული მაქვს როდის გათენდება ხვალინდელი დღე. წარმატებები მისურვეეთ რაა ♥♥♥♥ ხვალ გაგაგებინებთ პასუხს აუცილებლად♥

11 Comments

Filed under ბედნიერი, პირადი, ჩემი ნაწერები